10.4K
ყარაყუმი:
ფირფიტების მომზადება.
3კვერცხი და2 ჭიქა შაქარი ავთქვიფოთ კარგად, დავამატოთ 100გრ გამდნარი და შეგრილებული კარაქი, 3სადილის კოვზი კაკაო, 500გრ მაწონი 2ჩ კ სოდა ძმრით, კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ 3 ჭიქა ფქვილი, კარგად მოვურიოთ, გავყოთ ორ ნაწილად ცომი და გამოვაცხოთ ქაღალდ დაფენილ ცხიმმოსმულ ფორმაზე.
რომ გაცივდება, კარგად დავნამოთ უნალექო ყავით, რომელშიც იქნება კონიაკი გარეული და შევაერთოდ კრემით.
კრემი:
2ც მოხარშული შესქ. რძე და 250 კარგად ათქვეფილი ნაღების კარაქი, ერთი კოვზი უნალექო ყავა, თავზე მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.