ნამდვილი შედევრი, რომელიც გახდება თქვენი ოჯახის საყვარელი კერძი.

by ekaterine

ინგრედიენტები

500 გრ ქათმის გულები

300 გრ ბრინჯი

250 გრ მწვანე ლობიო

1 ც სტაფილო

4 კბ ნიორი

3 ს.კ. სოიოს სოუსი

3 ს.კ. ზეთი

20 გრ ჯანჯაფილი

მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

გარეცხეთ და გაასუფთავეთ ქათმის გულები.

 

გათალეთ და დაჭერით თხლად სიგრძეზე ჯანჯაფილი და სტაფილო. გაატარეთ ნიორი.

 

ღრმა ტაფაში ზეთში მოთუშეთ ქათმის გულები და ჯანჯაფილი, 5 წუთში დაამატეთ სტაფილო და ლობიო, შუშეთ კიდევ 5 წუთი, დაამატეთ სუნელები, ნიორი, სოიოს სოუსი და კარგად მოურიეთ.

 

დააყარეთ ლობიო, დაასხით წყალი ისე, რომ ინგრედიენტები 1-2 სმ-ით დაფაროს. დააფარეთ თავსახური და დატოვეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთით. შემდეგ მოურიეთ ყველა ინგრედიენტს და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 10-15 წუთით.

 

მიირთვით მზა კერძი კეტჩუპთან ან სხვა საყვარელ სოუსთან, ან მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. ეს კერძი შესანიშნავია ბავშვებისთვის, ან მათთვის ვინც დიეტას იცავს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

Related Articles