აი ასე გამოიყურება ნამდვილი შედედებული რძე. გაგიკვირდებათ და მხოლოდ 10 წუთი დამჭირდა…

by ekaterine

ეს ფრაზა “შედედებული რძე” თავისთავად ტკბილად ჟღერს. ყველას სასიამოვმოდ გვახსენდება ბავშვობის ეს ტკბილი პროდუქტი. შედედებული რძე XIX საუკუნის დასაწყისში ფრანგებმა გამოიგონეს. დიახ, ჩვენი საყვარელი შედედებული რძე 200 წელზე მეტისაა!

კიდევ უფრო გასაკვირი ის არის, რომ შედედებული რძე ითვლება ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ტკბილეულად მაღალი კალციუმის შემცველობის გამო, მასში არ არსებობს საფუარი და საკვები დანამატები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ სახლში მომზადებულზე და არა დაკონსერვებულ შედ. რძეზე.

გასწავლით, როგორ მოამზადოთ 10 წუთში მოხარშული შედედებული რძე.

ინგრედიენტები:

რძე 1 ჭიქა

შაქარი 1 ჭიქა

რძის ფხვნილი 1 ჭიქა

კარაქი 50 გრამი

წყალი 1 ს/კ

მომზადება:

ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაასხით წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ურიეთ, სანამ შაქარი არ გადნება. მიიღებთ კარამელს.

დაამატეთ კარაქი, ურიეთ, რომ კარაქი გადნეს და მასას შეუერთდეს.

ნელ-ნელა დაასხით ადუღებული რძე. ურიეთ სანამ ერთმანეთს არ შეერევა.

დაამატეთ რძის ფხვნილი და ურიეთ კიდევ 3 წუთი.

გააციეთ, ჩაასხით მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

 

Related Articles