არაჟნის ტორტი
ინგრედიენტები
250 გრ არაჟანი
4 კვერცხის ცილა
120 გრ ფქვილი
15 გრ ყაყაჩოს თესლი
90 გრ შაქრის პუდრი
50 მლ წყალი
50 გრ ნაღების ყველი
200 გრ ხაჭო
15 გრ ნუშის ფანტელი
ზეითნის ზეთი გემოვნებით
მომზადება
შეურიეთ გაცრილი ფქვილი, 200 გრ 15%-იანი არაჟანი, წყალი, ყაყაჩოს თესლი და გამაფხვიერებელი.
ათქვიფეთ კვერცხის ცილა და ფრთხილად დაუმატეთ მასაში. წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი, დაასხით ცომი, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით. გამომცხვარი ფენა შეახვიეთ ცელოფანში და გააციეთ.
კრემი:
შეურიეთ 50 გრ არაჟანი და 0,1%-იანი ხაჭო, დაუმატეთ 40 გრ შაქრის პუდრი და ნაღების ყველი. ათქვიფეთ მიქსერით.
გაჭერით ფენა სამ ნაწილად, ფენები შეაერთეთ კრემით. მოაყარეთ ნუშის ფანტელი.
შედგით მაცივარში 3-5 საათით ან მთელი ღამით.
დესერტი ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება, გემო კი შეუდარებელი აქვს. ეს რეცეპტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გემრიელი დესერტის მომზადება სულაც არ არის რთული. სცადეთ თქვენც და გაუზიარეთ მეგობრებსაც!