“ემპანადასი”
ინგრედიენტები:
300 გრ ფქვილი
400 გრ ღრის ხორცის ფარში
2 კვერცხი
4 კვერცხის გული
200 გრ კარაქი
100 მლ რძე
2 ც ხახვი
4 კბილი ნიორი
4 ს.კ. არაჟანი
0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
კურკუმა გემოვნებით
ბაზილიკი გემოვნებით
როზმარინი გემოვნებით
მარილი, შავი პილპილი გემოვნებით.
მომზადება
მოამზადეთ ცომი. შეურიეთ 100-120 მლ რძე, გამაფხვიერებელი, კარაქი, 2 კვერცხის გული.
დაუმატეთ ფქვილი, მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში 2 საათით, მაქსიმუმ მთელი ღამით.
დაჭერით წვრილად ხახვი, ნიორი, მოთუშეთ ზეთში, დაუმატეთ ფარში( შეგიძლიათ საქონლის ან ღორის). მოაყარეთ სუნელები, მარილი. მასას დაუმატეთ 2 მოხარშული და დაჭრილი კვერცხი, არაჟანი და მწვანილი. კარგად მოურიეთ.
გააბრტყელეთ თხლად ცომი, ამოჭერით დიდი ჭიქით რგოლები.(8-10 სმ დიაგონალის).
მოათავსეთ რგოლებში თითო ს.კ. ფარში და შეკარით ვარენიკებივით.
ზეთიან საცხობ ფორმაზე მოათავსეთ ღვეზელები, ზემოდან წაუსვით კვერცხის გული.
შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით გაწითლებამდე.
ემპანადასი შეგიძლიათ ზეთში შეწვათ ტაფაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ღვეზელები ბევრად კალორიული გამოვა. მიირთვით კერძი საყვარელ სოუსთან ან ბოსტნეულის სალათთან ერთად. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!