ძველი ებრაული სამზარეულოს შესახებ თხრობები აუცილებლად იწყება სიტყვებით” აი, ბებიაჩემი სარა ფორშმაკს ხორცით ამზადებდა და ის აუცილებლად ცხელი იყო…”. ამ სიტყვების მტკიცებულება არსებობს ძველ კულინარიულ წიგნებში, სადაც ფორშმაკი ცხლად გვხვდება პოლონურ, გერმანულ და სკანდინავიურ სამზარეულოებში. დღეს კი ეს კერძი შედის ცივი კერძების სიაში და სწორედ მას ეწოდება კლასიკური.
კლასიკურ რეცეპტში კარაქი გამოიყენება, ჩვენ კი ის ავოკადოთი ჩავანაცვლეთ – ასე უფრო გემრიელი და სასარგებლოა.
ინგრედიენტები:
400 გრ ქაშაყი
2 ც ავოკადო
3 კვერცხი
0,5 ც ხახვი
2 ჩ.კ. ლიმონის წვენი
მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება:
მოხარშეთ 3 კვერცხი. თევზის ფილე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში კვერცხთან ერთად.
გათალეთ ავოკადო, გაჭერით შუაზე, მოაცილეთ კურკა და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
შემდეგ ასევე გაატარეთ ხახვი.
დაუმატეთ მასას ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი და კარგად მოურიეთ.
ინგრედიენტებს კლასიკურ რეცეპტში ჭრიან წვრილად, მაგრამ ეს დიდ დროს წაგართმევთ. ამიტომ ხორცსაკეპ მანქანაში მათი დაფქვა უფრო მოსახერხებელია და მარტივი.
შეგიძლიათ ამ მასით შეავსოთ ტარტალეტკები, ან წაუსვათ პურს ან ტოსტებს. ეს გახლავთ ძალიან სასარგებლო კერძი, რომელიც სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებს. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!