9K
ინგრედიენტები
2 ჭიქა ფქვილი
1,5 ჭიქა შაქარი
4 ს.კ. არაჟანი
4 კვერცხი
400 გრ ხაჭო
100 გრ კარაქი
1 ჩ.კ. სოდა
0,25 ჩ.კ. მარილი
ქიშმიში, ნიგოზი, ცუკატები გემოვნებით
მომზადება:
კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი.
დაამატეთ ხაჭო, არაჟანი, დარბილებული კარაქი, სოდა, მარილი.
მოურიეთ და ათქვიფეთ ბლენდერით.
დაუმატეთ მასას გაცრილი ფქვილი, სურვილისამებრ ცუკატები, ქიშმიში და ნიგოზი.
დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმას, დაასხით მასა, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.
მირთმევის წინ მოაყარეთ შაქრის პუდრი. მოადუღეთ გემრიელი ჩაი და დატკბით შესანიშნავი დესერტით. გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!