როგორც იტალიელები ამბობენ პორკეტას გარეშე ვერც ერთი დღესასწაული ვერ ჩაივლის. პორკეტა საოცრად არომატული, წვნიანი და პიკანტური გემოთი გამორჩეული კერძია, რომლის სამშობლოსაც სწორედ იტალია წარმოადგენს. ეს არის ღორის ხორცის რულეტი სხვადასხვა სანელებელთან ერთად.
ინგრედიენტები:
1,5 კგ ღორის ხორცი (ბეჭის ნაწილი)
2 ს.კ. სალბი (შალფეი)
3 ს.კ. ფორთოხლის ცედრა
2 ს.კ. კამის დაფქული თესლი
2 ს.კ. როზმარინი
6 კბილი ნიორი
2 ჩ.კ. მარილი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ნახევარი ჩ.კ. დაფქული შავი წიწაკა
მომზადება:
გარეცხეთ ხორცი. დათალეთ თხელ ნაჭრებად ისე, რომ ბოლომდე არ ჩაჭრათ. სქელი ადგილები დასერეთ დანით.
გამზადებულ ფენას მოაყარეთ მარილი და კარგად შეაზილეთ ზეითუნის ზეთი.
მოაყარეთ ზემოდან დაფქვილი წიწაკა, ქინძის დაფქვილი თესლი, როზმარინი, სალბი, დაჭყლეტილი ნიორი და ფორთოხლის ცედრა.
გადაახვიეთ რულეტივით. რომ არ დაიშალოს დაახვიეთ თოკი. შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით, უკეთესია თუ მთელი ღამით დატოვებთ.
გამოსაცხობად გამზადებული ხორცის რულეტი მოათავსეთ ღრმა საცხობ ფორმაში, ზემოდან ფუნჯის გამოყენებით წაუსვით ზეითუნის ზეთი და შედგით 230 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით. 20 წუთის შემდეგ დაუწიეთ ღუმელის ტემპერატურა 120 გრადუსამდე და დატოვეთ რულეტი გამოსაცხობად კიდევ 1 საათით.
გამოღებამდე 10 წუთით ადრე შეახვიეთ ფოლგაში და ისევ შედგით 10 წუთით.
უგემრიელესი პორკეტა მზად არის! იტალიური სამზარეულოს საკმაოდ ცნობილი ეს კერძი ძალიან წვნიანი და არომატულია, ხოლო სხვადასხვა სანელებლები მის გემოს კიდევ უფრო პიკანტურსა და გაჯერებულს ხდის. აუცილებლად ჩაინიშნეთ რეცეპტი და გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც!