ჩეხური ტორტები ძალიან ლამაზი და გემრიელია. სწორედ ასეთ ერთ-ერთ ვარიანტს წავაწყდი პრაღაში მოგზაურობისას და რეცეპტიც ჩამოვიტანე. ეს გახლავთ ძალიან ნაზი ხაჭოს ტორტი, რომელიც არომატულ თაფლის ფენებს, ხაჭოს უნაზეს კრემსა და შოკოლადის მინანქარს შეიცავს.
ინგრედიენტები
3,5 ჭიქა ფქვილი
350 გრ კარაქი
10 ს.კ. შაქარი
1 ჩ.კ. სოდა
1 ჭიქა რძე
5 კვერცხი
6 ს.კ. თაფლი
2 ც ვანილის პუდინგი
200 მლ ნაღები
150 გრ რძიანი შოკოლადი
1,5 ჩ.კ. ჟელატინი
მომზადება:
შეურიეთ ფქვილი, სოდა, 4 ს.კ. შაქარი 100 გრ კარაქი, 2 კვერცხი, 0,5 ჭიქა რძე და 6 ს.კ. თაფლი. მოზილეთ ცომი და გაყავით 3 ნაწილად.
დააფინეთ საცხობ ფორმაზე ცხიმწასმული პერგამენტი, გააბრტყელეთ სამივე ნაწილი და ცალ-ცალკე გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში.
ხაჭო დააბლენდერეთ და დაუმატეთ კარაქი, შაქარი, 0,5 ჭიქარძე, ათქვეფილი კვერცხი, ვანილის პუდინგი, დადგით ნელ ცეცხლზე და მოხარშეთ 10 წუთის განმავლობაში, ურიეთ მუდმივად.
ცივ ფენებს წაუსვით ცხელი კრემი და გააცივეთ.
დაასხით ჟელატინს წყალი და დადგით ცოტა ხნით. ქვაბში ჩაასხით 30%-იანი ნაღები, დაუმატეთ დამტვრეული შოკოლადი, წამოადუღეთ.
გამდნარ შოკოლადს დაუმატეთ ჟელატინი, გადმოდგით ცეცხლიდან და მოასხით ზემოდან. როცა გაცივდება, შედგით მაცივარში.