1.1K
რეცეპტი უმარტივესია, კვერცხს არ შეიცავს და მინიმალური რაოდენობით ცხიმს შეიცავს. მიუხედავად ამისა, ძალიან გემრიელია და საერთოდ არ ასუქებს. შეგიძლიათ ჩაინიშნოთ სამარხვო რეცეპტების წიგნში.
ინგრედიენტები ცომისთვის:
ფქვილი- 3 ს/კ.
შაქარი- 2 ს/კ.
ცივი წყალი- 1,5 ჭიქა;
სოდა- 2 ჩ/კ.
ძმარი- 2 ს/კ.
მარილი- 0,5 ჩ.კ.
მცენარეული ზეთი- 1 /კ.
კაკაოს ფხვნილი- 0,5 ს/კ.
ვანილი- 12 გრ.
ინგრედიენტები მინანქრისთვის:
შაქარი- 4 ს/კ.
კაკაოს ფხვნილი- 4 ს/კ.
წყალი- 1,5 ჭიქა(ან რძე 0,75 და წყალი 0,75);
სახამებელი- 2 ს/კ.
მომზადება:
ცომის მომზადება უმარტივესია. ყველა ინგრედიენტი ერთად აურიეთ. ცხიმწასმულ ფორმაში ჩაასხით და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.
გამოიღეთ ღუმელიდან და გაგრილებულს მოასხით ზემოდან მინანქარი.
შეგიძლიათ მორთოთ გახეხილი შოკოლადით.