ინგრედიენტები:
მომზადება:
ფორთოხლის ქერქი ძალიან არომატულია და ბევრი დესერტის მოსამზადებლად გამოგადგებათ. ერთ-ერთია “ორანჟეტები” – შოკოლადში ამოვლებული ფორთოხლის ჩხირები, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება.
ფორთოხალი დაჭერით ისე, რომ კანი არ დააზიანოთ (მაგალითად ოთხად გაჭერით ფორთოხალი და კანი ხელით შემოაცალეთ). შემდეგ, თხელი დანით, ფრთხილად აათალეთ თეთრი ნაწილი, და დატოვეთ მხოლოდ ყვითელი ქერქი. დაჭერით წვრილ ზოლებად.
ჩაყარეთ ფორთოხლის ჩხირები ქვაბში, დაასხით წყალი და მოხარშეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაღვარეთ წყალი, დაასხით ახალი წყალი და ისევ მოხარშეთ 10 წუთის განმავლობაში. მოხარშვა საჭიროა, რომ ფორთოხლის ჩხირებს მწარე გემო აღარ ქონდეთ, თუმცა ფორთოხლის არომატს ინარჩუნებენ.
გადაწურეთ და ცალკე ამოიღეთ ფორთოხლის ჩხირები.
ქვაბში, 50 გრ. შაქარს დაამატეთ 75 მლ. ცივი წყალი (ე.ი. 2 წილ შაქარს ვამატებთ 3 წილ წყალს), დადგით საშუალო ცეცხლზე და მუდმივად ურიეთ, რომ შაქარი მალე გაიხსნას. როდესაც შაქარი ბოლომდე გაიხსნება და მასა წამოდუღდება, დაამატეთ ფორთოხლის ჩხირები და კოვზით, ფრთხილად მოურიეთ, რომ სიროფმა ყველა ჩხირი დაფაროს. რამდენიმე წუთის შემდეგ ცეცხლს ძალიან დაუწიეთ. გააჩერეთ ცეცხლზე სულ 15 წუთის განმავლობაში და პერიოდულად, ფრთხილად მოურიეთ, რომ არ დააზიანოთ ჩხირები. 15 წუთის შემდეგ, სიროფის მასა საგრძნობლად შემცირდება.
ფრთხილად ამოიღეთ ფორთოხლის ჩხირები და დააწყვეთ საცხობ ქაღალდიან ზედაპირზე. ჩხირები გაშალეთ ისე, რომ სწორი ფორმა ქონდეთ და ერთმანეთს არ ეხებოდნენ. გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში.
ქვაბში გაადნეთ შავი შოკოლადი. მასა რომ ერთგვაროვანი გახდება, ამოავლეთ ფორთოხლის ჩხირები და შოკოლადიანი ჩხირები დააწყვეთ ფოლგიან ზედაპირზე. შეგიძლიათ ჩხირები ბოლომდე ამოავლოთ შოკოლადში, ან ბოლოს დაუტოვოთ ადგილი (ამოსავლებადაც უფრო მარტივია და ვიზუალურადაც ეფექტურია)
შედგით მაცივარში შოკოლადიანი ჩხირები და გააჩერეთ 2 საათი მაინც. შეგიძლიათ მიართვათ როგორც დესერტი, ან მიართვათ რამდენიმე ჩხირი ჭიქა ყავასთან ერთად – რთული დასაჯერებელია, რომ ასეთი გემრიელი ორანჟეტის მომზადება სახლში შეიძლება და თან მარტივად!