ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი ხორცთან ერთად.
ინგრედიენტები:
2 კგ კარტოფილი
800 გრამი საქონლის ხორცი
1 თავი ხახვი
2 ს.კ. არაჟანი
50 გრამი კარაქი
მარილი და პილპილი გემოვნებით
მცენარეული ზეთი
მომზადება:
ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად. ხახვი გაასუფთავეთ და დაკეპეთ წვრილად.
კარტოფილი გაფცქვენით და მარილიან წყალში მოხარშეთ.
დაქუცმაცებულ ხორცში დაამატეთ ხახვი, მარილი, პილპილი და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე.
კარტოფილში დაამატეთ კარაქი და მოამზადეთ პიურე.
შესაბამისი ზომის საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ზემოდან მოუსვით მცენარეული ზეთი.
თანაბრად გაანაწილეთ პიურეს ნახევარი. ზემოდან ხორცის ფარში გაშალეთ. მესამე ფენად პიურეს მეორე ნახევარი. ზედაპირი რამოდენიმე ადგილად დაჩხვლიტეთ და დაასხით არაჟანი. თანაბრად გადაანაწილეთ.
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე და შედგით მასში გამზადებული კერძი. დატოვეთ იქამდე, სანამ კარტოფილის ზედა ფენა კარგად არ დაიბრაწება. უგემრიელესი დელიკატესი მზად არის!