“სნიკერსს” დღემდე არ დაუკარგავს ის პოპულარობა, რომელიც 90-იანებში მოიპოვა. ის ყველასთვის გემრიელი დესერტია. შეგიძლიათ სახლში მოამზადოთ და მთელმა ოჯახმა ისიამოვნოთ თვალწარმტაცი გემრიელი ტკბილეულით. გაგიზიარებთ რეცეპტს, რომელიც არც თუ ისე მცირე რაოდენობის ინგრედიენტებს შეიცავს, მაგრამ მიხვდებით, რომ გაცილებით უკეთესია, ვიდრე მაღაზიის.
“სნიკერსი”
შემადგენლობა:
კარაქი 180 გრ.
კანფეტი ირისი 50 გრ.
შესქ.რძე 0,25 ჭიქა
არაქისი 1,5 ჭიქა
ნაღები 0,25 ჭიქა
კვერცხის ცილა 3 ც.
მარილი 0,25 ჩ/კ.
რძიანი შოკოადი 400 გრ.
შაქარი 275 გრ.
არაქისის კარაქი 50 გრ.
ვანილი 1 ჩ/კ.
წყაალი 0,25 ჭიქა
გარგარის ჯემი 2 ს/კ.
ჟელატინი 1 ჩ/კ.
მომზადება
დაბალ ცეცხლზე გაადნეთ 50 გრ. კარაქი,50 გრ. ირისი და ნახევარი შოკოლადი. დაასხით ცხიმწასმულ ქაღალდზე, თანაბრად გაანაწილეთ და გააციეთ მაცივარში.
ჟელატინი დაალბეთ 50 წუთით წყალში, რომ გაფუვდეს. ცილას მოაყარეთ ცოტა მარილი და ათქვიფეთ. გახეხეთ ჯემი, დაუმატეთ 3 ს/კ. შაქარი და დაბალ ცეცხლზე 5 წუთი ადუღეთ. დაამატეთ ცილა და ჟელატინი, ფრთხილად აურიეთ და გადააფართ საკვები ცელოფანი.
დაბალ ცეცხლზე გაადნეთ 80 გრ. კარაქი, 1 ჭიქა შაქარი და შესქ. რძე, ადუღეთ 5 წუთი. სწრაფად დაუმატეთ ცილიანი მასა, არაქისის კარაქი, არაქისი და ვანილი. მაცივრიდან გამოიღეთ ფორმა და ზემოდან მოასხით ეს მასა. ისევ შედგით მაცივარში.
დაბალ ცეცხლზე შედგით ნაღები, 400 გრ. ირისი და განუწყვეტლივ ურიეთ. 5 წუთის შემდეგ ეს მასაც დაასხით ფორმაში მოთავსებულ მასას, თანაბრად გაანაწილეთ ზედაპირზე.
გაადნეთ დარჩენილი შოკოლადი, ირისი, კარაქი და ზემოდან დაასხით დანარჩენ ფენებს. ერთი საათით შედგით მაცივარში.