როგორ მოვამზადოთ სახლში პეჩენია “ორეო”
შემადგენლობა:
ხორბლის ფქვილი 60 გ
კაკაოს ფხვნილი 20 გ
მზესუმზირის ზეთი 20 გრ
რძე 7 ს/კ.
მარილი 1 მწიკვი.
სოდა 1 მწიკვი.
შაქარი 3 ს/კ.
რძის ფხვნილი 4 ს/კ.
თაფლი 1 ს/კ.
მომზადება
ფქვილი, კაკაო,ზეთი, შაქარი, 3 ს/კ. რძე, მარილი და სოდა აურიეთ და გააკეთეთ გუნდა. გაათხელეთ 0,5 სმ-ის სისქეზე. გამოჭერით მრგვალი ფორმები ჭიქის დახმარებით. პერგამენტის ქაღალდის საშუალებით გამოაცხეთ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ფირფიტები გააციეთ, რომ გამოშრეს.
კრემისთვის 3 ს/კ ჩვეულებრივი რძე, თაფლი და მშრალი რძე აურიეთ და კარგად გახსენით. დადგით ცეცხლზე და ურიეთ სანამ შესქელდება. გადმოდგით ცეცხლიდან და შაგრილეთ.
ერთი პეჩენია დაკრემეთ და დაადეთ ზემოდან მეორე. ერთდროულად ხრაშუნაც არის და თან პირში დნება. მე პირადად ხშირად ვამზადებ და ვანებივრებ ჩემს ოჯახის წევრებს.