837
შემადგენლობა:
პრიანიკი 125 გ
თეთრი შოკოლადი 100 გ
კვერცხი 1 ც.
თაფლი 1 ს/კ.
ნაღები 300 გ
მომზადება:
აიღეთ 4 რბილი, დიდი პრიანიკი. ამოჭერით ვარსკვლავები, ნარჩენები დაფხვენით. ერთი კოვზი გადადეთ ცალკე.
შოკოლადი დაამტვრიეთ , კვერცხის ცილა ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაამატეთ თაფლი, დადგით ორთქლის აბაზანაზე, დაუმატეთ შოკოლადი, ურიეთ, სანამ არ გადნება. გადმოდგით და გააციეთ.
ნაღები ათქვიფეთ, დაუმატეთ პრიანიკის ნაფხვენი, ეს ნარევი გაანაწილეთ 4 ფინჯანში, ზემოდან დაასხით შოკოლადის მასა და მოაყარეთ ნაფხვენი. ზემოდან დააწყეთ გამოჭრილი ვარსკვლავები. 2 საათი შედგით მაცივარში.
თუ გიყვართ შვი შოკოლადი, შეგიძლიათ ის გამოიყენოთ და უფრო ორიგინალური გამოვა. ასევე შეიძლება კაკლის ან თხილის დამატებაც.