სოკოს ღვეზელი
ინგრედიენტები
250 გრ ფქვილი
100გრ კარაქი
200 გრ არაჟანი
1 ჩ.კ. ფქვილი
300 გრ სოკო
1 ხახვი
1 სტაფილო
1 ტკბილი წიწაკა
150 გრ ყველი
1 პომიდორი
2 კვერცხი
100 გრ მყარი ყველი
მარილი გემოვნებით
შავი პილპილი გემოვნებით
მწვანილი გემოვნებით
მომზადება
ფქვილი გავცრათ გამაფხვიერებელთან ერთად, დავასხათ გამდნარი კარაქი. მიღებული მასა აურიეთ, დაუმატეთ 3 ს.კ. არაჟანი, მოზილეთ ცომი. შედგით მაცივარში ერთი საათით.
ხახვი დავჭრათ თხელ ნახევარრგოლებად, გავხეხოთ სტაფილო და ვშუშოთ დარბილებამდე. დაუმატეთ დაჭრილი სოკო და მარილი. ხარშეთ 3 წუთის განმავლობაში. პომიდორი დავჭრათ თხელ ნაჭრებად, წიწაკა ზოლებად.
დარჩენილ არაჟანს დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, კვერცხი, გახეხილი ყველი, დაჭრილი მწვანილი.
ცომი მოათავსეთ პერგამენტით დაფარულ ტაფაზე, გაათხელეთ ძირზე და გაასწორეთ გვერდები. მოათავსეთ შემწვარი ბოსტნეული სოკოთი, წიწაკა, დაფხვნილი ყველი, პომიდორი. შეავსეთ არაჟნისა და კვერცხის ნარევით.
აცხვეთ 170 გრადუსზე 50-60 წუთის განმავლობაში.