გემრიელი რეცეპტების დიდი ჩამონათვალი არსებობს, მაგრამ გურმანების გულს მხოლოდ საუკეთესოები იპყრობენ. გემრიელი ვარენიკების მოსამზადებლად აუცილებელია კარგი ცომის მოზელვა. დიასახლისების უმეტესობა პოპულარობას ანიჭებს კეფირის ცომს.
დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
600 გ ფქვილი
2 კვერცხი
125 მლ კეფირი
125 მლ წყალი
2 ს/კ. შაქარი
0.5 ჩ/კ . მარილი
2 ჩ/კ. მშრალი საფუარი
მომზადება:
ათქვიფეთ თეფშში კვერცხი და შაქარი.
დაუმატეთ წყალი, კეფირი და მარილი, კარგად აურიეთ.
ფქვილში აურიეთ საფუარი, ნელა დაუმატეთ კეფირის მასას, თან ურიეთ. ცომი უნდა იყოს სქელი, ისე რომ კოვზიდან არ გადმოიღვაროს.
გადმოიღეთ ცომი ფქვილმოყრილ მაგიდაზე და მოზილეთ. უნდა იყოს ელასტიური. დააფარეთ ცომს და გააჩერეთ 15 წუთი. კეფირის ცომი მზადაა.
ამ ცომით მომზადებული ვარენიკები გამოდის უგემრიელესი. შეგიძლიათ მოზარშოთ ორთქლზე ან წყალში. შედეგი ერთნაირად საუკეთესოა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველის, ხაჭოს, კარტოფილის ან ალუბლის გულსართი.