საიდუმლო თხევად ცომშია, რომელშიც იძირება გულსართი! ეს რეცეპტი საპატიო ადგილს დაიკავებს თქვენს კულინარიულ წიგნში!

by ekaterine

არ დავაყოვნებთ და გაგაცნობთ რეცეპტს, რომელიც სწრაფად დაიკავებს საპატიო ადგილს თქვენს კულინარიულ წიგნში. ამ გემრიელი ღვეზელით შეგიძლიათ გაუმასპინძლდეთ სტუმრებს და დაანაყროთ ოჯახის წევრები. მისი გემო და არომატი სულში ჩამწვდომია ნებისმიერი გურმანისთვის.

заливной пирог

მთავარი უპირატესობა ამ ღვეზელის არის სიმარტივე, არანაირი ცომის გაბრტყელება ან გულსართის მოშუშვა. სწრაფად აურევთ ინგრედიენტებს და მაშინვე ღუმელში აღმოჩნდება ჩვენი ყველიანი ღვეზელი.

შემადგენლობა

1.5 ჭიქა ფქვილი

1.5 ჭიქა არაჟანი

3 კვერცხი

3 ს/კ. მცენარეული ზეთი

0.5 ჩ/კ. სოდა

150 გრ მაგარი ყველი

მარილი გემოვნებით

მომზადება:

ათქვიფეთ კვერცხი, არაჟანი, მც. ცხიმი, სოდა ძმარში გახსნილი, ფქვილი, ყველა ინგრედიენტი და ათქვიფეთ კარგად.

გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი. ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე.

 

заливной пирог без кефира

ჩაასხით ცომის ნახევარი, დააყარეთ ყველი და შეავსეთ ცომის მეორე ნახევრით.

заливной пирог в духовке

გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთის განმავლობაში. გამოდის არომატული, ყველი წელვადია, დაგემოვნებისთანავე შეგიყვარდებათ. შეგიძლიათ ყველს დაამატოთ კვერცხი, კარტოფილი, მწვანილი, უფრო მრავალფეროვანს გახდით.

Related Articles