ტკბილი რულეტი
შემადგენლობა ცომისთვის
5 კვერცხი
80 გ შაქარი
60 გრამი სიმინდის სახამებელი
70 გ მცენარეული ზეთი
1 ლიმონის კანი
1 ჩ/კ. ვანილის ექსტრაქტი
1 ცოტა მარილი
ინგრედიენტი გულსართისთვის:
6-7 მანდარინი
1 ჭიქა მანდარინის წვენი
30 მლ ლიმონის წვენი
80 გ შაქარი
1/2 ჩ/კ. ლიმონის კანი
20 გრამი სიმინდის სახამებელი
400 მლ ნაღები (33%)
მომზადება:
ჯერ მოამზადეთ კრემი. შეურიეთ სახამებელი და შაქარი, ნელ-ნელა დავასხათ მანდარინის წვენი, ლიმონის წვენი და ცედრა. კარგად ავთქვიფოთ.
მიღებული ნარევი შედგით ცეცხლზე და ურიეთ სანამ არ შესქელდება. გადააფარეთ და გააციეთ.
სანამ ციტრუსის ნარევი გაცივდება, გაამზადეთ ბისკვიტი. გააცალკევეთ კვერცხი გულები და ცილა. ცილას დაუმატეთ ცოტა მარილი და ათქვიფეთ გათეთრებამდე,
შეურიეთ ნახევარი შაქრის ფხვნილი და ათქვიფეთ. ცალკე ათქვიფეთ გული დარჩენილ შაქრის ფხვნილთან და ვანილთან ერთად. გულს შეურიეთ სახამებელი, ლიმონის ცედრა და თან ურიეთ.
თანდათან შეურიეთ ათქვეფილი ცილის ნარევი და ბოლოს მცენარეული ზეთი.
გამოსაცხობ ფორმაზე გაშალეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცოტა ცხიმი და დაასხით ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი. ბისკვიტი უნდა გაწითლდეს.
ცივი ნაღები ათქვიფეთ მიქსერით, შეურიეთ ციტრუსის მასა და კიდევ ათქვიფეთ. არომატული კრემი მზადაა.
გაციებულ ბისკვიტს დააფარეთ ქაღალდი, გადმოაბრუნეთ, მოაცალეთ დამწვარი ქაღალდი და დააფარეთ ახალი. ისევ გადააბრუნეთ, უნდა დაახვიოთ ვარდისფერის მხარეს.
მანდარინი გაასუფთავეთ. ბისკვიტს წაუსვით კრემი, ცოტა მოიტოვეთ გარედან წასასმელად, დაალაგეთ კრემზე მანდარინები
გადაახვიეთ რულეტივით და ერთი საათით შედგით მაცივარში.
გარედან შეგიძლიათ ტორტის ფორმებით გააფორმოთ და მორთოთ მანდარინის ნაჭრებით და პიტნის ფურცლებით.