მაღაზიაში ნაყიდი ნაყინის ჯანსაღი ალტერნატივაა.

by ekaterine

 უშაქრო ბანანი-შოკოლადის ნაყინი

ინგლისურენოვან ქვეყანაში ჩვენი ოჯახური მოგზაურობის დროს, პირველი სიტყვა, რაც ჩემმა ოთხი წლის ბავშვმა ისწავლა, იყო “პოპსიკლე”(ჯოხზე ჩამოცმული ნაყინი ხილის დამატებით).  მის მომზადებას მხოლოდ ერთი წუთი სჭირდება (თუ საყინულეში ბანანის ნაჭრებია). მთლიანობაში, ხელნაკეთი უშაქრო ბანანი- შოკოლადის ნაყინი ჩემი ჯანსაღი ალტერნატივაა მაღაზიაში ნაყიდის. ჩვენ გვიყვარს ის!

დესერტი მხოლოდ 4 ინგრედიენტისგან შედგება და ყველა მათგანი ჯანსაღია. ნაყინის მოსამზადებლად ყველაზე ხშირად ვიყენებ ნუშის რძეს და პასტას შაქრის გარეშე. თუ თხილს არ მიირთმევთ, თავისუფლად დაუმატეთ ჩვეულებრივი რძე და ვანილის ექსტრაქტი ბანანს და კაკაოს ფხვნილს. ბანანზეა საუბარი. მათი გაყინვა უკვე ჩვევად მექცა. სმუზის, ტკბილი პურის და ნაყინის მთავარი კომპონენტი ყოველთვის ხელთ არის. ძალიან კომფორტულია!

ინგრედიენტები

ბანანი 4 ც

კაკაოს ფხვნილი 4 ს.კ.

არაქისის კარაქი 2 ს.კ.

ნუშის რძე 4 ს.კ.

მომზადება

გაფცქვენით ბანანი და დაჭერით 0,5 სმ სისქის ნაჭრებად, ნაჭრები დადეთ პერგამენტდაფენილ დაფაზე ერთ ფენად. დარწმუნდით, რომ ისინი ერთმანეთს არ შეეხებიან. შედგით საყინულეში და გაყინეთ გამაგრებამდე (დაახლოებით 1 საათი).

გამოიღეთ ბანანი საყინულედან, მოათავსეთ თასში ან ღრმა თეფშში და ოდნავ გაალღვეთ. შემდეგ გააგზავნეთ ბლენდერის თასში.ჩაასხით კაკაოს ფხვნილი,დაამატეთ არაქისის კარაქი და რძე.

როგორ მოვამზადოთ ხელნაკეთი ნაყინი

ყველა ინგრედიენტი აურიეთ ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე (2-3 წუთი)

ხელნაკეთი უშაქრო ნაყინი მზად არის! საუკეთესო გემო აქვს, როცა რბილად მიირთმევენ პირდაპირ ბლენდერიდან, მაგრამ მისი გაყინვაც შეიძლება. ამისათვის მიღებული მასა ჩაასხით ნაყინის სილიკონის ფორმებში და გააგზავნეთ საყინულეში.

Related Articles