1.7K
მაფინები ყველაზე იოლი გამოსაცხობი დესერტია. თუ მოამზადებ იმ რეცეპტის მიხედვით, რომელსაც ახლა შემოგთავაზებ, დატკბები საოცარი პლომბირის გემოთი. ნამდვილი მაგიაა! ნაყინის გემოს მას ბუნებრივი ინგრედიენტები ანიჭებს. თუ ბისკვიტის ჰაეროვნებაზე თავიდანვე იზრუნებ, საოცარი ტექსტურის ნამცხვარს მიიღებ!
ინგრედიენტები
- ორი ცალი კვერცხი
- ათი გ ვანილის შაქარი
- ასი გ არაჟანი
- 35 მლ ზეთი
- 5 გ გამაფხვიერებელი
- 80 გ შაქარი
- შაქრის პუდრა გემოვნებით
- ასი გ ფქვილი
- ერთი მწიკვი მარილი
მომზადება
- ოთახის ტემპერატურის კვერცხი ჩაახალე ღრმა ჯამში. დაამატე ვანილის შაქარი და შაქარი. ათქვიფე 3-4 წუთი ფუმფულა ქაფის წარმოქმნამდე.
- ჩაამატე უსუნო ზეთი. ათქვიფე მიქსერით დაბალ სიჩქარეზე. დაამატე 20% – იანი არაჟანი და კარგად აურიე.
- თანდათან დაამატე გაცრილი ფქვილი. შემდეგ კი გამაფხვიერებელი და მარილი. აურიე სილიკონის ნიჩბით ფრთხილად.
- ცომი გადაანაწილე სილიკონის ფორმებში. შეავსე მათი ¾. გამოაცხე 180 გრადუსზე ნახევარი საათის მანძილზე, ოქროსფერის მიღებამდე.
გამოღებულ მაფინებს ათი წუთის შემდეგ მოაყარე შაქრის პუდრა. სურვილის შემთხვევაში ზემოდან მოასხი შოკოლადის მინანქარი, ან გაუკეთე ათქვეფილი ნაღების ქუდი. მე ხშირად ვაკეთებ ქუდებს ათქვეფილი კრემისგან, მაგრამ დესერტი არასაკმარისად ტკბილია. ამიტომ, თუ მაფინების კრემით გაფორმებას გეგმავთ, ცომს ცოტაოდენი შაქარი დაუმატეთ. როგორ მოგწონთ რეცეპტი? ამ შაბათ-კვირას მოამზადებდით?
გემრიელად მიირთვი და ასწავლე ეს რეცეპტი სხვებსაც!