შიგნიდან ფუმფულა და გარედან მადისაღმძვრელი ქერქით: პური ” ვულკანი”

by ekaterine

ადამიანთა უმრავლესობისთვის წარმოუდგენელია პურის სახლში გამოცხობა. მათი აზრით, ეს პროცესი დაკავშირებულია დიდ ჯაფასთან და ასევე სპეციალურ მოწყობილობებთან, რომელიც სახლში ყველას არ აქვს. თუმცა არსებობს პურის ისეთი სახეობა, რომელსაც დიდი სიამოვნებით გამოაცხობთ სახლის პირობებში და იმის შემდეგ მარკეტისკენ არც გაიხედავთ.

ინგრედიენტები

  • 600 გ მსხვილად დაღერღილი ხორბლის ფქვილი
  • 120 გ ფქვილი
  • 8 გ მარილი
  • 15 გ შაქარი
  • ათი გ საფუარი
  • ორი ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • ასი გ კარაქი
  • 550 მლ წყალი

მომზადება

1. შეურიეთ ორივე სახეობის ფქვილი ერთმანეთს. დაამატეთ მარილი, შაქარი, საფუარი, ზეითუნის ზეთი. მოზილეთ წებოვანი ცომი. დააფარეთ მას ზემოდან სამზარეულოს პარკი და დატოვეთ ერთი საათით თბილ ადგილზე.

2. ცომი გაყავით თანაბარ ნაწილებად, თითოეული მათგანი მოაგუნდავეთ და დაალაგეთ პერგამენტიან საცხობზე. ასე დატოვეთ კვლავ ოცი წუთის მანძილზე.

3. ცომის ყოველ ბურთს გაუკეთეთ ღრმა ნაჭდევი და ჩადეთ მასში კარაქის ნაჭერი. მოაფრქვიეთ ცოტა ფქვილი და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.

როგორც ხედავთ, ამ რეცეპტისთვის არ გჭირდებათ არანაირი პურის საცხობი ან განსაკუთრებული ინგრედიენტები. არომატული და გემრიელი ფუნთუშები შეგიძლიათ ჩვეულებრივ ღუმელშიც მოამზადოთ.

თქვენ თუ გიყვართ სახლში მომზადებული პური და თუ აცხობთ ოჯახში?

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება. ეს რეცეპტი კი სხვებსაც ასწავლეთ.

Related Articles