როგორ მოვამზადოთ ფუმფულა ომლეტი
ომლეტი საუზმეზე ეს კლასიკურია. ფრანგული სამზარეულოს ცნობილმა კერძმა თავისი უბრალოებით მთელი მსოფლიო დაიპყრო. ძნელი დასაჯერებელია, რომ ომლეტის ამბავი ტრივიალური რეცეპტით დაიწყო: კვერცხებს თქვეფდნენ, შემდეგ კი ზეთში წვავდნენ.
მაგრამ დღეს იმდენი ვარიაცია შეგიძლიათ იპოვოთ ომლეტის მომზადებაში, რომ ყოველ ჯერზე შეგიძლიათ მიიღოთ ახალი კერძი. ომლეტს თითქმის ყველაფერი ემატება, შოკოლადიც კი. და იმისთვის, რომ თქვენი ომლეტი მართლაც გემრიელი, ფუმფულა და ლამაზი იყოს, გაითვალისწინეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა.
როგორ მოვამზადოთ ომლეტი
გემრიელი ომლეტისთვის რძე და კვერცხი კარგად აურიეთ არა მიქსერით, არამედ ჩანგლით ან სათქვეფით. ასევე შეგიძლიათ ჯერ ცილა ათქვიფოთ, შემდეგ დაუმატოთ გული და რძე. ბოლოს დავამატოთ სხვა ინგრედიენტი.
ომლეტის კვერცხები სასურველია იყოს სახლის. თუ დიეტურ ომლეტს ამზადებთ, გამოიყენეთ მხოლოდ ცილები.
1 კვერცხზე დაგჭირდებათ ერთი ს.კ. რძე.
ტაფაში, რომელშიც ამზადებთ ომლეტს, წაუსვით შიგნიდან ცხიმი.
დაიწყეთ შეწვა მაღალ ცეცხლზე, პერიოდულად შეამცირეთ იგი მინიმუმამდე.
4 კვერცხი + 1,5 ჩაის კოვზი მანანის ბურღული ან ფქვილი თქვენს ომლეტს შესანიშნავად გახდის ფუმფულას.
თუ 4 კვერცხიან ომლეტს დაუმატებთ 2 ჩაის კოვზ არაჟანს, შეგიძლიათ მიიღოთ ნაზი კრემისებური გემო.
იმისათვის, რომ ომლეტი რბილი და სურნელოვანი იყოს, მცენარეულ ზეთს დაუმატეთ ცოტაოდენი კარაქი.
კვერცხს მწვანილი არ დაუმატოთ, ჯობია მზა კერძს მოაყაროთ.
ნუ მოგერიდებათ ექსპერიმენტები დანამატებით. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მართლაც უნიკალური ომლეტის რეცეპტი თქვენი დღის დასაწყებად!