ამ სეზონის ახალი ტრენდი – უგემრიელესი ხრაშუნა ნაგეთსი ყაბაყისგან.

by ekaterine

ყაბაყი – ძალიან გავრცელებული და იაფი პროდუქტია, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში.  ამ საოცარ საზაფხულო ბოსტნეულს დიდი სარგებელი მოაქვს და შესაფერისია მრავალფეროვანი კულინარიული შედევრებისთვის. მისი საშუალებით შეგიძლიათ მომაზადოთ ძალიან მარტივი საკვები, რომელიც გემრიელი იქნება, როგორც ცხელი, ასევე ცივი სახით. მისი მომზადება კი ძალიან მარტივი და ხანმოკლე პროცედურაა.

ხელმისაწვდომი პროდუქტები და ცოტა დრო არის ყველაფერი, რაც საჭიროა ამ გემრიელი კერძის მოსამზადებლად. აუცილებლად მოამზადეთ და გაახარეთ მთელი ოჯახი. მაშ ასე, მოემზადეთ გემრიელი ყაბაყის ნაგეთსის დასაგემოვნებლად.

ბოსტნეულის წვნიანი ნაჭრები, დაფარული ყველის ხრაშუნა ქერქის ქვეშ, შესანიშნავია ლუდისთვის. შეარჩიეთ ახალგაზრდა და არა დიდი ზომის ყაბაყი. რამდენიმე თქვენი საყვარელი სანელებელი პიკანტურობას შემატებს თქვენს საჭმელს. მე ერთდროულად გთავაზობთ მომზადების ორ მეთოდს: ტაფაზე შემწვარს და ღუმელში. აარჩიე ის, რაც გსურს და გააგრძელე!

ინგრედიენტები

ყაბაყი 2 ცალი

სულუგუნი 250 გრ

კვერცხი 4 ცალი

პურის საფანელი 1 ჭიქა

ხორბლის ფქვილი 2 ს / კ

ნიორი 1 კბილი

კურკუმა 1 ს / კ

იტალიური მწვანილი 1 ჩ / კ

მზესუმზირის ზეთი 1 ჭიქა

მარილი გემოვნებით

დაფქვილი წითელი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

გახეხეთ ყველი უხეშ სახეხზე, დაუმატეთ კვერცხები და ათქვიფეთ ნარევი ბლენდერით,  დაამატეთ კურკუმა, წიწაკა და მწვანილი, გამოწურეთ ნიორი და აურიეთ.

გარეცხეთ ყაბაყი და დაჭერით მოგრძო ნაჭრებად, 1,5–2 სმ სისქით, მოათავსეთ ღრმა თასში, მოაყარეთ მარილი და კარგად აურიეთ ხელებით.

დატოვეთ ყაბაყი 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაამატეთ ფქვილი, გადააფარეთ და კარგად შეანჯღრიეთ, რომ ფქვილი თანაბრად განაწილდეს.

ბოსტნეულის თითოეული ნაჭერი ჯერ ყველის მასაში ამოავლეთ, შემდეგ კი პურის საფანელში. ჩავყაროთ ნაწილი ყაბაყი მდუღარე ზეთში და შევწვათ, სანამ ოქროსფერი არ გახდება.

განათავსეთ მეორე ნახევარი პერგამენტის ქაღალდით დაფარულ საცხობ ფირფიტაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, სანამ ისიც ოქროსფერიარ გახდება.

სცადეთ ორივე სხვადასხვა სოუსით. ასეთი ორიგინალურიკერძი ლუდთან ნამდვილად არ მიჭამია. სხვათა შორის, ქათმის ნაგრთსის შესანიშნავი შემცვლელია თუ ვეგეტარიანელი ხართ. გემრიელი, ნოყიერი და არაჩვეულებრივი!

Related Articles