დედამ მასწავლა, როგორ მომემზადებინა ჟოლოს გემრიელი მურაბა. მინდა ეს რეცეპტები თქვენც გაგიზიაროთ.
დღეს მე ერთდროულად გაგიზიარებთ სამ საყვარელ საოჯახო რეცეპტს, რომელთა შორის იქნება ნამდვილი დესერტი, რომელიც მზადდება ათქვეფილი კენკრისგან. ბავშვები უბრალოდ გიჟდებიან მასზე. ნებისმიერ ტკბილეულზე და ნამცხვრებზე უკეთესია და რაც მთავარია – ბუნებრივი და ძალიან ჯანსაღი. ასე რომ, გამოიტანეთ თქვენი სამზარეულოს წიგნები ან მონიშნეთ სტატია. გპირდებით, რომ უგემრიელესი იქნება!
როგორ მოვამზადოთ ჟოლოს გემრიელი და ჯანსაღი მურაბა
უკურკო ჟოლოს მურაბა
ზოგს არ მოსწონს ჟოლოს მურაბა, რადგან ის უამრავ წვრილ თესლს შეიცავს. თუ ასეა, სწორედ თქვენთვის არის მომზადებული რეცეპტი უკურკო ჟოლოს მურაბისა გამასქელებლით.
ინგრედიენტები
1 კგ ჟოლო
700 გრ შაქარი
მომზადება
ათქვიფეთ ჟოლოს პიურე ხელის ბლენდერით. ქვაბში მოათავსეთ საწური და ჩაასხით მასში ჟოლოს მასა.
გახეხეთ პიურე კარგად, საწურის ქვემოდანაც მოასუფთავეთ და ჩაასხით ქვაბში, ნარჩენები, რომელიც საწურზე დარჩება, გადაყარეთ.
ჟოლოს დაუმატეთ შაქარი და მოათავსეთ ქვაბი საშუალო ცეცხლზე. აურიეთ მურაბას და როცა ადუღდება, ამოიღეთ ქაფი.
შეამცირეთ ცეცხლი და მოამზადეთ ჯემი 15 წუთის განმავლობაში. თუ გსურთ უფრო სქელი კონსისტენცია, ოდნავ გაახანგრძლივეთ დუღილის დრო.
ჩაასხით ცხელი მურაბა სტერილურ ქილებში და მოხუფეთ სტერილური სახურავებით. ამ რაოდენობის ინგრედიენტებიდან მიიღება 2 ნახევარი ლიტრიანი ქილა.
ნარჩენები შეგიძლიათ არ გადაყაროთ და ჟოლოს გამაგრილებელი სასმელი მოამზადოთ. თესლი გადაიტანეთ გრაფინში, დაუმატეთ 2-3 ს.კ.შაქარი და დაასხით 1,5 ლიტრი წყალი. აურიეთ და გააჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. სულ ეს არის, სასმელი მზადაა!
ჟოლოს და ხურტკმელის მურაბა
მურაბის საინტერესო ვერსია მიიღება ჟოლოს და ხურტკმელის შერევით. ჯემის სისქელე დამოკიდებულია კენკრის მრავალფეროვნებაზე. რაც უფრო მეტი პექტინია, მით უფრო სქელია მასა. ნამდვილი კენკრის ჟელეა.
ინგრედიენტები
800 გ ხურტკმელი
250 გრ ჟოლო
850 გრ შაქარი
მომზადება
გარეცხეთ ხურტკმელი,მოათავსეთ ქვაბში და საშუალო ცეცხლზე აადუღეთ, თან მუდმივად ურიეთ.
შეამცირეთ ცეეცხლი და მოხარშეთ მანამ, სანამ კენკრა არ დარბილდება. შემდეგ დაამატეთ ჟოლო, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააჩერეთ 30 წამი და გადმოდგით ცეცხლიდან.
კენკრის მასა გაატარეთ საცერში. დაამატეთ შაქარი და დააბრუნეთ ცეცხლზე. ადუღების შემდეგ მოხარშეთ 15-30 წუთი, ამოიღეთ ქაფი. ჩაასხით მურაბა სტერილურ ქილებში, მოხუფეთ და გადააბრუნეთ ქილები, სანამ არ გაცივდება.
ათქვეფილი ჟოლო-მარწყვის მურაბა
ეს დელიკატესი წარმოუდგენლად ჰაეროვანი, დელიკატური და არომატულია. იგი არ ინახება დიდხანს (მხოლოდ 2-3 კვირა მაცივარში). მაგრამ მისი მომზადება ნებისმიერ დროს შეიძლება, გაყინული კენკრისგანაც. სტრუქტურით, ათქვეფილი მურაბა სუფლეს უფრო ჰგავს, რაც მას სრულყოფილ დესერტად აქცევს.
ინგრედიენტები
300 გრ ჟოლო
300 გრ მარწყვი
250 გრ შაქარი
25 გრ ჟელატინი
100 მლ წყალი
1 ჩ.კ. ვანილის პასტა ან ფხვნილი
მომზადება
პიურედ აქციეთ სუფთა კენკრა ხელის ბლენდერით, შემდეგ გახეხეთ საცრის მეშვეობით. კენკრის პიურე გადაიტანეთ ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და ვანილის პასტა.
ნარევი მიიყვანეთ ადუღებამდე და მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ განუწყვეტლივ.
ჟელატინს დაასხით წყალი, გააჩერეთ და გახსნით წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში. შემდეგ წვრილ ნაკადად დაამატეთ ოდნავ გაცივებულ (60 გრადუსი) კენკრის მასას და კარგად აურიეთ.
ჩაასხით ნარევი მოსახერხებელ თასში, გააგრილეთ და გააცივეთ მაცივარში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ 15 წუთის განმავლობაში მაღალ სიჩქარეზე მიქსერით ავთქვიფოთ მურაბა.
მიღებული კრემი გაანაწილეთ სუფთა, მშრალ ქილებში და გააცივეთ მაცივარში. 2-3 საათის შემდეგ, ჯემი გამკვრივდება და დესერტი შეგეძლებათ მიირთვათ.
შესაძლებელია გულგრილი დარჩეთ ასეთი გემრიელობის მიმართ? თუ თქვენ, როგორც მე, თაყვანს სცემთ ჟოლოს, მაშინ ჯემის მომზადება დაიწყეთ. ყველა რეცეპტი მარტივი და სწრაფია, ამიტომ ახალბედა დიასახლისსაც კი შეუძლია გაუმკლავდეს მას. Წარმატებები!