ჭვავის საფუარი პურისთვის
მთელ მსოფლიოში უამრავი არომატი არსებობს, მაგრამ ახლადგამომცხვარი პურის არომატს არაფერი შეედრება. თბილი და ხრაშუნა ქერქი, ფაფუკი, ოდნავ ნოტიო გული, რომელიც პირში დნება, მაგრამ ამ თვისებებით ყველა პური ვერ დაიკვეხნის.
საიდუმლო სწორედ საფუარშია. ხელნაკეთი საფუარი, “ცომის დედა”, რომელსაც მარადიულ საფუარსაც ეძახიან, რადგან დაუსრულებლად შეიძლება მისი გამოყენება, მხოლოდ ფქვილით უნდა კვებოთ.
რა თქა უნდა მშრალი საფუარიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ თუ სურნელოვანი პურის გამოცხობას აპირებთ, გირჩევთ ჩვენი შემოთავაზებული საფუარის რეცეპტი გამოიყენოთ ცომის მოსაზელად.
ინგრედიენტები
ჭვავის ფქვილი 100 გრ
წყალი 100 მლ
მომზადება
Პირველი დღე. შეურიეთ ფქვილი თბილ წყალს (სასურველია 2 ლიტრიან ქილაში) და დაახურეთ. არაჟნის კონსისტენციის მიღებული ნარევი დატოვეთ თბილ ადგილას ერთი დღის განმავლობაში. ბუშტების გამოჩენა იქნება დუღილის პროცესის დაწყების სიგნალი
Მეორე დღე. მიეცით საზრდო. ამისათვის ჩაასხით კიდევ 100 მლ თბილი წყალი და დაამატეთ 100 გრ ფქვილი, შეურიეთ და დატოვეთ კიდევ ერთი დღე.
დღე მესამე. დუღილის პროცესი ჩანს შეუიარაღებელი თვალით: საფუარი იზრდება ზომაში და სავსეა ბუშტებით. მისი სუნი არ არის ძალიან სასიამოვნო, მაგრამ არ უნდა ინერვიულოთ, ასეც უნდა იყოს. მიეცით საკვები ბოლოჯერ და განათავსეთ თბილ ადგილას.
დღე მეოთხე. სუნი მჟავეა, ოდნავ შემცირდა ზომაში და მზადაა პურის მოსამზადებლად. აიღეთ იმდენი, რამდენიც რეცეპტს სჭირდება და დარჩენილი ნაწილი გადაიტანეთ ნახევარლიტრიან ქილაში, რომელსაც სახურავზე აქვს ხვრელები. შეინახეთ ნამუშევარი თბილ ადგილზე, კვებეთ 12 საათში ერთხელ. თუ მაცივარში ინახება, საკვების მიცემა საჭიროა ყოველ 5-7 დღეში. ეს მართლაც მარადიული საფუარია!
სხვათა შორის, ცოცხალი ბუნებრივი საფუარით მომზადება ანტიკური ხანიდან მოდის, როდესაც საკვები ღუმელში მზადდებოდა. სცადეთ ჩვენი საფუარის რეცეპტი და გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება სხვებს!