89.2K
სტაფილოს სალათი
შემადგენლობა:
სტაფილო 4 ცალი
კვერცხი 5 ცალი.
ნიორი 2 კბილი.
არაჟანი -1-2 ს/კ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხი მოხარშეთ, გაფცქვენით და გახეხეთ, სტაფილო გახეხეთ უმად. მარილი და დაჭყლეტილი ნიორი მოაყარეთ და მოასხით არაჟანი. შეგიძლიათ დაუმატოთ გახეხილი ყველიც.
ზოგი იტყვის, რომ ძალიან მარტივია, ზოგს ისე მოეწონება, რომ სხვა სალათებზე წინ დააყენებს. გემოვნებაზე არ დავობენ. თუ თქვენ ფიქრობთ ჯანსაღ კვებაზე, სტაფილოს სალათი არის ზუსტად ის, რასაც ეძებდით.
სალათის მოსამზადებლად არ დაგჭირდებათ ნახევარი დღე. სულ 20 წუთი და მზადაა.
ამ სალათით ერთ თვეში 10 კილო დავიკელი.