• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

რამოდენიმე გემრიელი დესერტი ერთ დესერტში. ტორტი გამომცხვარი ბეზეთი

by ekaterine დეკემბერი 2, 2018
დეკემბერი 2, 2018

ტორტი თაფლით, ბეზეთი და შოკოლადით

2ც 3 კვერცხიანი ბისკვიტი

ამ პორციისთვის სულ საჭიროა 9 კვერცხი-აქედან 6 ც მთლიანი ბისკვიტებისთვის, ხოლო 3 ც კვერცხის მხოლოდ ცილა ბეზესთვის.

ინგრედიენტები(მოცემულია თითო ბისკვიტისთვის)

3კვერცხი

3ს.კ შაქარი

1 ჩ. კ თაფლი

1 ჩ.კ არაყი+დანის წვერით მარილი

30 გრ შავი შოკოლადი

1ს.კ კაკაო, 1ჩ.კ ხსნადი ყავა

2ს.კ უმაღ.ხარისხის ფქვილი

მომზადება

3 ცალი კვერცხის ცილა ამოვიყვანოთ, დავამატოთ შაქარი, კვერცხის გულები, თაფლი, დავამატოთ ორთქლზე გამდნარი შეგრილებული შოკოლადი, შემდეგ გამოვრთოთ მიქსერი და კოვზით ფრთხილად შევურიოთ ფქვილი და კაკაო ერთმანეთში არეული,  გამოვაცხოთ ქაღალდ დაფენილ ფორმაში 40 წთ -ის განმავლობაში 160 გრადუსზე, ასევე გამოვაცხოთ მეორე ბისკვიტიც.

ბეზე:

3 ც. კვერცხის ცილა ამოვიყვანოთ კარგად, თანდათან დავამატოთ 6 ს.კ შაქარი და ბეზე რომ გამყარდება დავამატოთ დანის წვერით ლიმონმჟავა, დავასხათ ბისკვიტის ზომაზე გამოჭრილ ქაღალდზე და გამოვაცხოთ 100 გრადუსზე ზედაქვედა ცხობით 1 საათის განმავლობაში,  შემდეგ დავუწიოთ ტემპერატურას 70 გრადუსზე და 1 სთ. 30 წთ გავაგრძელოთ ცხობა, სულ 2 სთ და 30 წთ ცხობის ხანგრძლივობა.

კრემი:

300 გრ კარაქი ამოვიყვანოთ, შევათქვიფოთ 1/2ქილა მოხარშული და ამდენივე მოუხარშავი შესქ.რძე, ვანილი, 1ჩ. კ ხსნადი ყავა და 2 წვეთი რომის ესენცია.

მინანქარი:

200მლ ნაღები გავაცხელოთ, გადმოვდგათ ქურიდან და ხშირი მორევით ჩავადნოთ 240 გრ შოკოლადი

 

დასანამი სითხე:

ხსნადი ყავა, შაქარი გემოვნებით და 1 ს.კ კონიაკი

დავნამოთ ერთი ბისკვიტი, წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ მსხვილად დაჭრილი ნიგოზი, დავადოთ გამომცხვარი ბეზე, ისევ კრემი, ნიგოზი და მეორე ბისკვიტი.., დავნამოთ, ისევ გადავუსვათ კრემი, მოვაყაროთ მთლიანი თხილები, დავდოთ მაცივარში 2 სთით და შემდეგ მოვასხათ მინანქარი.

0
FacebookEmail
previous post
ნამცხვარი ჰალვის კრემით, რომელიც პირში დნება.
next post
გაიწმინდეთ ღვიძლი და აღიდგინეთ ფუნქციები უძველესი და მრავალჯერ ნაცადი რეცეპტით! გახსოვდეთ-“ჯანმრთელი ღვიძლი ჯანმრთელი სხეულის გარანტია!”

Related Articles

მთავარი ინგრედიენტი განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს გემრიელობას.

მაისი 19, 2022

აუცილებლად სცადეთ კონსერვის მომზადება ამ გზით. იმიტომ რომ...

მაისი 19, 2022

ზომიერად ცხარე, მჟავე და ძალიან გემრიელი. თუ ეძებთ...

მაისი 19, 2022

დანამდვილებით ვიცი, რომ ფხვიერი ხაჭოს ნამცხვარი ქიშმიშით შთაბეჭდილებას...

მაისი 15, 2022

დესერტის მომზადებას 30 წუთს ვუთმობ, კომპლიმენტებს კი გაცილებით...

მაისი 15, 2022

ნაყინი “პლომბირი” – ჩემი საყვარელი დესერტი ყველა სეზონზე!

მაისი 15, 2022

ადრე მაღაზიაში ვყიდულობდი, ახლა ჩემით ვამზადებ!

მაისი 13, 2022

როცა დესერტის მოსამზადებლად საკმარისი დრო არ არის, ყოველთვის...

მაისი 13, 2022

მადისაღმძვრელი ღვეზელი ცხარე შიგთავსით.

მაისი 11, 2022

ასე ვამზადებ ჩილის კეტჩუპით დამარინადებულ კიტრს.

მაისი 11, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ამიერიდან დავაკვირდები მარილის თითოეული შეფუთვის შემადგენლობას. სიურპრიზების მეშინია.

  • 2

    მინუს 9 კილოგრამი თვეში – თქვენი ახალი რეალობა! წარმატების მისაღწევად ნამდვილად ღირს ცდა!

  • 3

    ოცი წელია ამ რეცეპტით ვაცხობ. ცხვება სწრაფად, მისი არომატი კი დიდხანს რჩება ჩემს სამზარეულოში!

  • 4

    ყოველ დილით მიირთვით ეს საუზმე და მერწმუნეთ, ერთ თვეში თავს ვერ იცნობთ.

  • 5

    დიდი ხანია ნუთელას სახლში ვამზადებ. ისეთი გემრიელია, ნაყიდისგან ვერ არჩევენ!

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC