საჭიროა: 750 გრამი ჭარხალი, 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 100 გრამი კომბოსტო, 100 გრამი პრასი, 2 ს/კ ნაღბის კარაქი, 750 გრამი ბოსტნეულის ბულიონი, 200 გრამი არაჟანი, 4 ცალი მოხარშული კვერცხი, 2 ს/კ თეთღი ღინის ძმარი, მარილი, პილპილი, რამდენიმე ღერი კამა.
გათლილი, გარეცხილი ჭრხლი გახეხეთ. გაფცქვნილი ხხვი და ნიორი დაჭრით წვრილად. კომბოსტო გარეცხეთ და დაჭერით გრძლად. პრასი გაარჩიეთ, გარეცხეთ და დაჭერით.
დიდ, სქელძირიან ქვაბში გააცხელეთ ნაღების კარაქი, მოხრაკეთ შიგ ხახვი და ნიორი. დაამატეთ კომბოსტო, პრასი, ჭარხალი და მოთუთქეთ. დაასხით ბულიონი, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 20 წუთს.
გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და ბოსტნეული მიქსერით ათქვიფეთ. დაამატეთ არაჟანი, შეაზავეთ ძმრით, მარილით და პილპილით. როცა შეგრილდება, შედგით მაცივარში.
ღრმა თეფშებზე დაასხით ცივი წვნიანი, ყოველ მათგანში ჩადეთ შუა-შუა გაჭრილი მოხარშული კვერცხი და მოაყარეთ კამის დატეხილი ღეროები.
ეს არის არაჟნიანი ბორშჩის ცივი ვარიანტი. ეს შეჭამანდი ორგანიზმს მოამარაგებს ვიტამინებით და ხელს შეუწყობს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ მუშაობას. კერძს განსაკუთრებულად სასარგებლოს ხდის ჭარხალი. წითელი ჭარხალი უძველესი დროიდან მოჰყავდათ ევროპაში. ჩვენ შევეჩვიეთ მის სასიამოვნო გემოსა და ხასხასა წითელ ფერს, რაც გვეხმარება სალათების გალამაზებასა და სუფრის გამშვენიერებაში. მაგრამ ყველამ არ იცის, რომ წითელი ფერის მიმცემი პიგმენტი, ფლავონოიდების ჯგუფის წარმომადგენელი, მეტად ძვირფასი, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, რომელიც ეხმარება უჯრედებს ენერგიის გაომუშავებაში, იცავს ორგანიზმს გამოფიტვის, გაციებისა და სიმსივნეებისგანაც კი.
ჭარხალი მდიდარია ვიტამინებით ( B1, B2, B6, C და სხვა ), ორგანული მჟავებით, ცილებით, ამინომჟავებით, რკინის, კალიუმის, მაგნიუმის, მანგანუმის, იოდის მარილებით.
მას მედიცინაში იყენებენ: სისხლნაკლულობის, კოლიტის, ღვიძლის დაავადებების, ქრონიკული სურდოს, კბილის ტკივილის, ჰიპერტონიული დაავადების და ძნელად შეხორცებადი წყლულების სამკურნალოდ.