POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
საკითხავიჯანმრთელობა

კუნთების ტკივილის უებარი წამალი, რომელსაც აფთიაქში ვერ ნახავთ.

by ekaterine დეკემბერი 1, 2018
დეკემბერი 1, 2018

დიდი ხანია ხალხურმა მედიცინამ გამიტაცა. ბაღის შროშანის ყვავილებისაგან შეიძლება ნაყენის მომზადება, რომელიც კუნთების ტკივილისას დიდ დახმარებას გაგვიწევს.

როგორ მოვამზადოთ ნაყენი:

კარგად გაშლილი ბაღის შროშანის ყვავილები მოვათავსოთ მუქი მინის ქილაში ან ბოთლში, დავასხათ სუფთა სპირტი( სპირტი ყვავილებს უნდა ასცდეს ორი თითის დადებაზე ), მჭიდროდ დავახუროთ და დავდგათ 6 კვირის განმავლობაში ბნელ, გრილ ადგილას.

საკმარისია მტკივანი ადგილი ამ ნაყენით დაიზილოთ, რომ ტკივილი გაგივლით.

მეგობრებს არ სჯეროდათ ამ “სასწაულმოქმედი” ნაყენის, მაგრამ აზრი ეცვლებოდათ გამოყენებისთანავე. ვისაც არ ეხერხება, სიამოვნებით ვუმზადებ. ისინი იკურნებიან, მე კიდევ ამით კმაყოფილი ვარ.

არსებობს კუნთების ტკივილის სამკურნალო სხვა რეცეპტებიც, რომლებიც ასევე შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოამზადოთ:

შინაურ პირობებში დასაშვებია კუნთების დაზელა ევკალიპტის, როზმარინის, ლავანდის, მაიორანის, ფიჭვის განზავებული ეთერზეთებით. ასეთი მასაჟი ახურებს და ადუნებს დაზიანებულ კუნთოვან ბოჭკოებს და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას.

ეფექტურია მუხის ქერქისა და ნაძვის ან ქრისტესისხლას აბაზანები.

წინასწარ გასაპნულ კომბოსტოს ორ ფურცელს წაუსვით საჭმელი სოდა და მიიდეთ დაზიანებულ ადგილას. ზევიდან გადააფარეთ დოლბანდი.

ტკივილისას მეტად ეფექტურია მინდვრის შვიტას კომპრესები და მალამო, აიღეთ 4 გ დამარილებული ღორის ქონი ან დამარილებული ნაღების კარაქი, კარგად შეურიეთ 1 გ გამომშრალი შვიტა და მტკივან კუნთებში შეიზილეთ.

აიღეთ თითო სადილის კოვზი ვაშლის ძმარი და თაფლი, დაასხით ერთი ჭიქა წყალი და კარგად აურიეთ. მიიღეთ 2-3 ჭიქა დღეში. სასურველია, იმავდროულად სხეული ვაშლის ძმრით დაიზილოთ. ერთი თვის შემდეგ 10 დღით შეისვენეთ.

კოწახურის ტოტის ქერქს დაასხით 1 ჭიქა 70%-იანი სპირტი და 7-10 დღით დააყენეთ სიბნელეში. მიიღეთ 30 წვეთი დღეში 3-ჯერ. ყოველი ერთთვიანი კურსის შემდეგ 10 დღე შეისვენეთ.

0 FacebookEmail
previous post
რატომ უწოდებენ მანგოს ” ღმერთების საზრდოს “
next post
ჭარხლის, კომბოსტოსა და კვერცხის შეჭამანდი

Related Articles

აირჩიეთ ერთ-ერთი ფიფქია და გაიგეთ რა სიურპრიზებია მოსალოდნელი...

დეკემბერი 31, 2022

აირჩიეთ საშობაო ბარათი და გაიგეთ რა გელით 2023...

დეკემბერი 23, 2022

რას მოგვიტანს 2023 – წყლის ლურ­ჯი კურდღლის წელი...

დეკემბერი 5, 2022

გაჩვენებთ, თუ როგორ გავახანგრძლივოთ სანთლის წვა. 👇

ნოემბერი 1, 2022

არ ველოდი, რომ დროთა განმავლობაში ჩარჩოები ასე გაყვითლდებოდა....

ოქტომბერი 30, 2022

ამ პრობლემას ვერაფრით ვუმკლავდებოდი, დედამთილმა ეს 2 წუთში...

ოქტომბერი 30, 2022

კვერცხი მაცივრის გარეშე ზაფხულშიც კი ინახება. ბელგიელმა მეგობარმა...

ოქტომბერი 28, 2022

დაღესტანში ახლობლები მოვინახულე და გავიგე რატომ ინახება მათი...

ოქტომბერი 25, 2022

გამოიყენეთ ეს პატარა ხრიკი და თქვენი კერძი მუდამ...

ოქტომბერი 21, 2022

დაიწყეთ თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესება დღესვე! ოქტომბრიდან მარტამდე დღეში...

ოქტომბერი 21, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ვიტამინების ნამდვილი ბომბი! ვიყენებ წელიწადში ორჯერ და პრაქტიკულად ავად აღარ ვხდები.

  • 2

    წონის დაკლების ამ პროდუქტმა შოკში ჩააგდო ქალები მთელ მსოფლიოში! წვავს ცხიმს რამდენიმე დღეში. უკვე გამოვცადე!

  • 3

    ამიერიდან დავაკვირდები მარილის თითოეული შეფუთვის შემადგენლობას. სიურპრიზების მეშინია.

  • 4

    როდესაც დიეტაზე ვიყავი, ეს დესერტი ნამდვილი ხსნა იყო ჩემთვის. ახლაც ვამზადებ, რადგან ის არ ვნებს ფიგურას და გამოდის გასაგიჟებლად გემრიელი! 😍 🍌

  • 5

    ამ გემრიელ აკორდეონს ვაშლთან ერთად მესამედ ვამზადებ ერთ კვირაში. სწრაფი და უპრობლემო. 🥧

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC | horoskopi

  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა