ფხვიერი კექსის გამოცხობა ძალიან მიყვარს, რადგან უამრავ კომპლიმენტს ვიმსახურებ!

by ekaterine

“ფხვიერი კექსი”

მასალისთვის საჭიროა

3 კვერცხი

2 ჭიქა შაქარი

500 გრამი მაწონი

100 გრამი ზეთი

1 ჩ/კ სოდა

3 ჭიქა ფქვილი

ცოტა ვანილი, მაიონეზი, ქიშმიში

მომზადება

3 კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ 2 ჭიქა შაქარი, შემდეგ ვამატებთ ნახევარ ლიტრა მაწონს, 1 ჩ/კ სოდა, 100გრ.ზეთი და ცოტა მაიონეზი (ფხვიერი გამოდის) 1 შეკვრა ვანილი, ქიშმიში და 3 ჭიქა ფქვილი. ვდგამთ 200 გრადუსზე ღუმელში და ვაცხობთ დაახლოებით 30 წუთი. ზემოდან შეგიძლიათ შაქრის პუდრა ან შოკოლადი მოასხათ, ან ორივე ერთად როგორც ფოტოზეა.

Related Articles