რატომ იცავთ დიეტას, თუ ისინი უფრო მეტ ზიანს აყენებენ, ვიდრე კარგს? ეჭვგარეშეა, რომ ზოგიერთი მათგანი ძალიან ეფექტურია. მაგრამ მთელი საქმე იმაშია, რომ მხოლოდ გარეგანი შედეგია იდეალური. რაც შეეხება ცვლილებებს შიგნით, ზოგი მათგანი საშიშია და შეუქცევადია.
დეტოქსის სუპები შესანიშნავი საშუალებაა ტოქსინებისაგან და შლაკებისაგან ორგანიზმის გასაწმენდად, იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის და ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების შეწოვის გასაუმჯობესებლად. გაწმენდა არ გრძელდება კვირებისა და თვეების განმავლობაში. ეს გაგრძელდება მხოლოდ 3 დღეს. ყველაფერი რაც თქვენ პირადად გჭირდებათ, 3 განსხვავებული სუპის მომზადებაა. ყოველდღე დააგემოვნებთ ახალ კერძს და სხეულს შიგნიდან განკურნავთ. ჩვენ, თავის მხრივ, წარმოგიდგენთ შესანიშნავი სუპების რეცეპტებს, რომლებიც დაგეხმარებათ სრული დეტოქსიკაციის მოპოვებაში.
სუპი ბროკოლით
ინგრედიენტები
1 ს/კ. ზეითუნის ზეთი
1 ხახვი
750 მლ წყალი
1 კბილი ნიორი
500 გრ ბროკოლი
1 კონა სალათის ფოთლები
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება:
დაჭერით ნიორი და ხახვი. დააცალკევეთ ბროკოლის ყვავილები და გარეცხეთ.
აიღეთ ქვაბი სქელი ძირით და ჩაასხით ზეითუნის ზეთი. დაელოდეთ ზეთის გათბობას და დაამატეთ ხახვი და ნიორი. მოშუშეთ სანამ გამორჩეულ არომატს გამოსცემს. დაამატეთ ბროკოლი. მოშუშეთ სანამ არ გახდება ღია მწვანე.
დაამატეთ წყალი და დაელოდეთ სანამ ადუღდება. მარილი და წიწაკა ბოსტნეულის ბულიონს დაამატეთ გემოვნებით. დააფარეთ ქვაბს და ადუღეთ სუპი დაბალ სითბოზე 8–10 წუთის განმავლობაში.
როდესაც წვნიანი მზად იქნება, შეგიძლიათ დააბლენდეროთ და ზემოდან მოაყაროთ დაჭრილი სალათი.
სტაფილოს და ჯანჯაფილის წვნიანი
ინგრედიენტები:
500 გრ სტაფილო
1 ხახვი
1 ს/კ. ჯანჯაფილი
700 მლ ქათმის ბულიონი
100 გრ ნაღები
3 ს/კ. ზეითუნის ზეთი
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება:
დაჭერით ხახვი, გახეხეთ ჯანჯაფილი და ცალ-ცალკე მოშუშეთ ზეთში. სტაფილო დაჭერით და ხახვთან და ჯანჯაფილთან ერთად ჩაყარეთ ბულიონში. წამოადუღეტ და დაბალ ცეცხლზე 30 წუთი განმავლობაში ხარშეთ, ყველაფერი დააბლენდერეთ და პიურე 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ. დაუმატეთ მარილი, წიწაკა, ნაღები. სუპი შეგიძლიათ მიირთვათ კამასთან და ორცხობილებთან ერთად.
ოსპის სუპი
ინგრედიენტები
450 ოსპი
60 გ ნიახურის ღერო
60 გრ ხახვი
10 გრ ნიორი
500 მლ კარტოფილის ბულიონი
1 კგ კარტოფილი
3 ლ წყალი
250 მლ სოიოს რძე
200 გრ პომიდორი
5 გრ ქინძი
30 გრ ზეითუნის ზეთი
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
გაფცქვენით კარტოფილი, მოხარშეთ და გააციეთ. ბულიონი შეინახეთ.
წვრილად დაჭერით ნიახურის ღეროები, ხახვი და ნიორი. ზეითუნის ზეთში მოშუშეთ. ინგრედიენტებს დაამატეთ გარეცხილი ოსპი და კარტოფილის ბულიონი. ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში, სანამ მოიხარშება.
დაჭერით პომიდორი ნაჭრებად და დაამატეთ წვნიანს, რძე გააცხელეთ და ისიც დაამატეთ, ადუღეთ 15 წუთით დაბალ ცეცხლზე.
მზა წვნიანი შეგიძლიათ დაამშვნოთ დაჭრილი ქინძით და გემოვნებისთვის დაამატეთ მარილი და წიწაკა.
თუ დატვირთული დღე გაქვთ, სუპები შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ. შესთავაზეთ მთელ ოჯახს სამდღიანი დეტოქს-დიეტა და განთავისუფლდით ორგანიზმში დაგროვილი ტოქსინებისგან.