ტორტის ფორმის ნოყიერი და ორიგინალური სალათი გაალამაზებს არა მხოლოდ საოჯახო სადილის, არამედ სადღესასწაულო სუფრას.
სალათი “ქათამი რიაბა”
თქვენ დაგჭირდებათ:
მოხსნადი მრგვალი ფორმის საცხობი ყალიბი 21 სმ დიამეტრით
შებოლილი ქათმის მკერდი – 250 გ;
ახალი კიტრი – 200 გრ;
სოკო შემწვარი ხახვში – 250 გ;
ქათმის კვერცხები – 6 ცალი;
მაიონეზი – 180-200 გ;
კამა, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.
მომზადება:
დაჭეით საშუალო ზომის კუბიკებად შებოლილი ქათმის მკერდი, დაჭერით კიტრი, კამა. მოხარშული კვერცხები გახეხეთ, დაამატეთ მაიონეზი, პილპილი და აურიეთ.
მაიონეზიანი მასა გაყავით სამ ნაწილად.
გამოსაცხობ ფორმაში ფსკერზე მოათავსეთ დაჭრილი ქათამი, შემდეგ 1/3 მაიონეზიანი მასა, შემდეგ კიტრი, ზემოდან მოაყარეთ მარილი, შემდეგ კამა. მომდევნო ფენა ისევ მაიონეზიანი კვერცხი, ზემოდან მოშუშული სოკო, ისევ მაიონეზიანი კვერცხი. ბოლოს ზემოდან ერთი ს/კ. მაიონეზი გადაუსვით, დააფარეთ ცელოფანი და შედგით მაცივარში 2 საათით.
2 საათის გასვლის შემდეგ გამოიღეთ სალათი მაცივრიდან, ფრთხილად მოხსენით და გაათავისუფლეთ ფორმიდან. გააფორმეთ დაჭრილი მწვანილით, კიტრით და კვერცხით. დაჭერით ნაჭრებად და მიირთვით გემრიელად.