სოკოს ღვეზელი ცვლის სრულფასოვან ვახშამს. გემრიელია, ნოყიერი, შეგიძლიათ წაიყოლოთ პიკნიკზე ან დაამშვენოთ მაგიდა მეგობრებთან ერთად წვეულების დროს.
სოკოს ღვეზელი კეფირზე
შემადგენლობა
ქამა სოკო 500 გ
ხახვი 2-3 ცალი.
სტაფილო 1 ცალი.
ბულგარული წიწაკა 1 ცალი.
ოხრახუში 0.5 კონა.
მყარი ყველი 50 გ
კარაქი 50 გ
კვერცხი 3 ცალი.
კეფირი 100 მლ
ხორბლის ფქვილი 300 გ
საცხობი ფხვნილი 1 ჩ/კ..
მარილი გემოვნებით
შავი წიწაკა (დაფქვილი) გემოვნებით
მზესუმზირის ზეთი 1 ს/კ.
მომზადება
მოამზადეთ გულსართი. ხახვი დაჭერით კუბიკებად. სტაფილო გახეხეთ. მოშუშეთ ცოტა ზეთში. ცალკე მოშუშეთ დაჭრილი სოკო. დაჭერით ოხრახუში, ბულგარული წიწაკა, გახეხეთ ყველი. თასში ყველაფერი ერთად აურიეთ და შეანელეთ მარილით და პილპილით.
გულსართს დაამატეთ კარაქი, კეფირი, კვერცხი, ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად, აურიეთ კარგად.
ცხიმწასმულ ფორმაზე თანაბრად გაანაწილეთ მასა და შედგით ღუმელში. გამოაცხეთ 180 გრადუსზზე 40 წუთის განმავლობაში. როცა შეგრილდება, დაჭერით პორციებად და მიიტანეთ მაგიდაზე.
ძნელია ამ ღვეზელის გემოს აღწერა. ეს რომ იგრძნოთ უნდა გამოაცხოთ. ნუ დააყოვნებთ, აუცილებლად გამოაცხეთ, შთაბეჭდილებები კომენტარებში, რეცეპტი კი მეგობრებს გაუზიარეთ.