POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

10 სწრაფი და სასარგებლო საუზმის რეცეპტი, რომელსაც ჭიქაში მოამზადებთ ერთ წუთში.

by ekaterine მაისი 3, 2019
მაისი 3, 2019

დიეტოლოგები გვირჩრვენ, რომ არ გამოვტოვოთ საუზმე, მაგრამ დილის რიტუალის შესრულების დროს საუზმის მოსამზადებლად დრო აღარ გვრჩება. გასწავლით, როგორ მოამზადოთ სწრაფად და რაც მთავარია გემრიელი საუზმე.

დაგჭირდებათ ყავის ჭიქაზე დიდი ზომის ფინჯანი.

სწრაფი საუზმე მიკროტალღურ ღუმელში

ომლეტი სკრემბლი ფინჯანში

 

წაუსვით ფინჯანს შიგნიდან ცხიმი. ათქვიფეთ 2 კვერცხი, დაუმატეთ 2 ს/კ. რძე, ცოტა მარილი და წიწაკა. ათქვიფეთ ჩანგლით. შედგით მიკროტალღუღში 45 წამის განმავლობაში, გამოიღეთ აურიეთ და ახლა 30 წამით შედგით. მიირთვით გახეხილ ყველთან ერთად.

 

კიში ბოსტნეულით ფინჯანში

 

წაუსვით ფინჯანს ზეთი, ათქვიფეთ 1 კვერცხი მარილთან და პილპილთან ერთად. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ერთი ნაჭერი პური, ოთხად გაჭრილი 2 ცალი პომიდორი ჩერი, 2 ს/კ. რძე, 2 ს/კ. გაყინული ისპანახი, არ აურიოთ და 1 წუთის განმავლობაში მაღალ ტემპერატურაზე შედგით მიკროტალღურ ღუმელში.

 

ფრანგული ტოსტები ფინჯანში

 

ჭიქაში ცაასხით 20 გრამი გამდნარი კარაქი, დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი პური, ათქვიფეთ მასში 1 კვერცხი, 3 ს/კ. რძე, დაუმატეთ ვანილი, დარიჩინი, შაქარი გემოვნებით, აურიეთ და 1-1,5 წუთით შედგით მიკროტალღურ ღუმელში.

 

შოკოლადის კექსი ფინჯანში

 

ცხიმწასმულ ფინჯანში ჩაყარეთ 4 ს/კ. ფქვილი, 4 ს/კ. შაქარი, დანის წვერით სოდა, 1 კვერცხი, 3 ს/კ. რძე, 1,5 ს/კ. კაკაო, 2 ს/კ. კარაქი. აურიეთ და შედგით 3 წუთის განმავლობაში.

 

ბანანის კექსი ფინჯანში

 

გაადნეთ 1 ს/კ. კარაქი ფინჯანში, დაჭრილი ბანანი ჩანგლით დაჭყლიტეთ შიგ, დაუმატეთ 1 კვერცხი, 1 ს/კ. რძე, 3 ს/კ. ფქვილი, 3 ს/კ. შაქარი, მწიკვი სოდა, აურიეთ და საშუალო ტემპერატურაზე ერთი წუთით შედგით, შემდეგ მოუმატეთ და მაღალ ტემპერატურაზე 10 წამის განმავლობაში დატოვეთ.

 

ლიმონის და ქოქოსის კექსი ფინჯანში

 

ცხიმწასმულ ფინჯანში აურიეთ 4 ს/კ. ფქვილი, 2 ს/კ. შაქარი, მწიკვი სოდა, 4 ს/კ. რძე ან უცხიმო ნაღები, 1 ს/კ. ქოქოსის ფანტელი და 1 ს/კ. ლიმონის ცედრა.

შედგით მაღალ ტემპერატურაზე 1,5-2,5 წუთის განმავლობაში.

 

გამომცხვარი შვრია ვაშლით ფინჯანში

 

აურიეთ ჭიქაში 3 ს/კ. შვრიის ფანტელი, 1 კვერცხი, 1 ს/კ. რძე, 1 ჩ/კ. სელის თესლი, მარილი და დარიჩინი გემოვნებით. დაამატეთ ვაშლის კუბიკები და თაფლი გემოვნებით. მოამზადეთ მიკროტალღოვანში სრული სიმძლავრით 2-3 წუთით.

 

მაფინი კენკრით ფინჯანში

 

კარაქწასმულ ფინჯანში შეურიეთ 3 ს/კ. ფქვილი, 1 მწიკვი სოდა, 1 კვერცხი, 3 ს/კ. რძე, 3 ს/კ. ჩვეულებრივი და 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი. დაუმატეთ 1 მუჭა კენკრა.მოამზადეთ 2-3 წუთით მიკროტალღურში.

 

შვრია მიწისთხილის კარაქით

 

შეურიეთ ფინჯანში 3 ს/კ. შვრიის ფანტელი 5 ს/კ. წყალს ან რძეს და 2 ს/კ. არაქისის კარაქს. მოამზადეთ 3 ეტაპად, თითო წუთით, საშუალო სიმძლავრეზე. მიირთვით საყვარელ ჯემთან ან მურაბასთან ერთად.

 

ომლეტი მწვანილით ფინჯანში

 

ათქვიფეთ ფინჯანში 2 კვერცხი, და 2 ს/კ. რძე, დაუმატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ოხრახუში, ცოტა მარილი, პილპილი, მოურიეთ და საშუალო სიმძლავრეზე შედგით 1 წუთით, შემდეგ მაღალ ტემპერატურაზე კიდევ ერთი წუთით.

მიკროტალღური ღუმელისთვის ყველა ჭურჭელი არ გამოდგება, არ შეარჩიოთ მეტალის ან ოქროსფერი ჭურჭელი. მინის ჭურჭელში შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მომზადების პროცესს.

 

1 FacebookEmail
previous post
100 პატარა ღვეზელი 20 წუთში. ასევე ვყინავ და მოულოდნელი სტუმრების შემთხვევაში სწრაფად ვაცხობ.
next post
ნაოჭების კორექცია სამ დღეში. დედაჩემის ახალგაზრდობის საიდუმლო ამ ნიღაბშია.

Related Articles

ლეგენდარული დესერტის არატრადიციული ვერსია. ალბათ ყველაზე სწრაფი მედოკია...

დეკემბერი 30, 2022

უფრო გემრიელი ვიდრე ზრაზი! ლიტვური კარტოფილის ზეპელინები ხორცით!👍

დეკემბერი 20, 2022

თავიდან რეცეპტზე გამეცინა, ახლა კი მხოლოდ ასე ვამზადებ!...

დეკემბერი 18, 2022

ამ კერძის სწორად მომზადების ერთი საიდუმლო არსებობს და...

დეკემბერი 11, 2022

უბრალოდ კარგი კერძი კი არა, არამედ ნებისმიერი სუფრის...

დეკემბერი 11, 2022

ამ დელიკატურ რძიან დესერტს დააფასებენ სიახლის მოყვარულები. ადვილი...

დეკემბერი 9, 2022

მთელი იუთუბი გუგუნებს ამ რეცეპტზე. პირადად რომ გადავამოწმე...

დეკემბერი 5, 2022

როგორც ბავშვობაში: კრემი ნამცხვრებისთვის ნაყინის არომატით. ყველა თაობას...

დეკემბერი 5, 2022

ყველაზე სასარგებლო ტკბილეული თქვენი მოხდნილი ფიგურისთვის👍

დეკემბერი 4, 2022

გაზვიადების გარეშე მინდა ვთქვა – ეს არის საუკეთესო...

დეკემბერი 3, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ოცი წელია ამ რეცეპტით ვაცხობ. ცხვება სწრაფად, მისი არომატი კი დიდხანს რჩება ჩემს სამზარეულოში!

  • 2

    სვით ეს სასმელი დღეში ორჯერ მთელი კვირის განმავლობაში ქოლესტერინის, თირკმლების დეტოქსიკაციისთვის და სახსრების სამკურნალოდ და ასევე მოიშორეთ დაკიდებული მუცელი!

  • 3

    ვურჩევ ყველას: მიირთვით ეს სალათი კვირაში ორჯერ მაგარი ძვლებისთვის და კარგი მხედველობისთვის!

  • 4

    აი ასე გამოიყურება ნამდვილი შედედებული რძე. გაგიკვირდებათ და მხოლოდ 10 წუთი დამჭირდა…

  • 5

    ის ყოველდღე სახეს კარტოფილის ნაჭრებით იწმენდს, გამიკვირდა მიზეზი რომ გავიგე.

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC | horoskopi

  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა