“რაფაელო”-გემოს დღესასწაული. მოამზადეთ ჰაეროვანი ტკბილეული და აჩუქეთ ჯადოსნური წუთები საყვარელ ადამიანებს.

by ekaterine

კანფეტი რაფაელო გემოს ნამდვილი დღესასწაულია. ხრაშუნა, კრემოვანი ბურთულები თხილით ტკბილეულის მოყვარულებს ასაჩუქრებს ბედნიერების მოკლე, მაგრამ ჯადოსნური მომენტებით.

 

მსგავსი დელიკატესის სახლში მომზადების შესაძლებლობა ძალიან მაცდურია, მით უფრო, რომ მას არ სჭირდება თქვეფა, შეწვა, ან სხვა კულინარიული ხელოვნების გამოვლენა.

მწარმოებელი მიუთითებს ტკბილეული “რაფაელო” -ს შეფუთვის შემადგენლობაში: გახეხილი ქოქოსი, ნუში, შაქარი, ხორბლის ფქვილი, მცენარეული ზეთი, ჭვავის ფქვილი, რძის ფხვნილი, არომატიზატორი, ემულგატი, მარილი.

 

რძის ფხვნილს შევცვლით შესქ. რძით, არანაირი ემულგატორები და არომატიზატორები. სახლში გამზადებული რაფაელო, არაფრით ( თითქმის არაფრით, თუ შეფუთვას არ ჩავთვლით) ჩამოუვარდება მაღაზიაში ნაყიდს.

შემადგენლობა

300 მლ შედედებული რძე

200 გ კარაქი

200 გ ქოქოსის ფანტელი

1 ჭიქა ნუშის გული

1 ჩ/კ. ვანილის ესენცია

მომზადება:

ნუშის გულს დავასხათ მდუღარე წყალი. 2 წუთის შემდეგ გავფცქვნათ.

 

გაასუფთავეთ და გააშრეთ.

აურიეთ შერბილებული კარაქი, შედ. რძე და ვანილის ესენცია.

 

დაამატეთ 150 გრამი ქოქოსის ფანტელი და კარგად აურიეთ.

 

1 დღე შედგით მასა მაცივარში. შემდეგ გააკეთეთ მისგან პატარა ბურთები.

 

თითოეულს შუაში ჩაუდეთ ნუშის გული,

 

მზა კანფეტები ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში.

 

შეინახეთ მაცივარში გრილად, რომ არ დადნეს. გემრიელად მიირთვით!

 

 

Related Articles