დიეტური სალათები – განაყრებთ და ამავე დროს საშუალებას გაძლევთ დაიკლოთ წონაში. არ აქვს მნიშვნელობა რომელ საათზე მიირთმევთ, შედეგი ზღაპრულია!

by ekaterine

სალათი მდოგვის საწებლით

 

შემადგენლობა

260 გ სალათის ფოთოლი

3 პომიდორი

2 კიტრი

1 ხახვი

0.5 კონა ქინძი

1 კონა ოხრახუში

4 ს/კ. იოგურტი

2 კბილი. ნიორი

1 ს/კ. მდოგვი

80 გრ მყარი ყველი

მარილი, პილპილი გემოვნებით.

მომზადება:

გარეცხეთ სალათის ფოთლები, მწვანილი და ბოსტნეული.

ხელით დახიეთ სალათის ფურცლები, ხახვი, კიტრი და პომიდორი დაჭერით, მწვანილი დაკეპეთ. გახეხეთ ყველი. დაუმატეთ ყველს იოგურტი, მდოგვი და დაფქვილი ნიორი.

ყველა პროდუქტი ერთმანეთში აურიეთ და შეანელეთ მარილით და პილპილით.

ქათმის სალათი სოიოს სოუსით

 

შემადგენლობა

1 პომიდორი

1 კიტრი

200 გ ქათმის მკერდი

1 ს/კ. სოიოს სოუსი

100 გ სალათის ფოთლები

1 კბილი ნიორი

ზეითუნის ზეთი გემოვნებით

მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

იმისთვის, რომ მოვამზადოთ ვახშმად დიეტური სალათი, დაჭერით ხორცი პატარა ნაჭრებად და 20 წუთით მოათავსეთ სოიოს ნივრიან სოუსში. შემდეგ შეწვით კარაქში ოქროსფერის მიღებამდე.

ღრმა თასში ჩაყარეთ ხელით დახეული სალლატის ფურცლები, დაჭრილი ბოსტნეული, დაამატეთ ხორცი, მოაყარეთ მარილი, პილპილი, მოასხით ცხიმი და აურიეთ.

კონსერვირებული თევზის სალათი

 

შემადგენლობა

2 კიტრი

4 პომიდორი

250 გრ დაკონსერვებული ლობიო

200 გრ დაკონსერვებული თევზი

1 წითელი ხახვი

2 ს/კ. ლიმონის წვენი

1 ს/კ. ზეითუნის ზეთი

მარილი, პილპილი, იტალიური მწვანილი გემოვნებით.

მომზადება

გარეცხეთ ბოსტნეული, დაჭერით კუბიკებად კიტრი და პომიდორი.

გადაწურეთ დაკონსერვებული ლობიო, ჩაყარეთ სასალათეში, მოაყარეთ დაჭრილი კიტრი და პომიდორი, თევზი ცანგლით გაწეწეთ და მოაყარეთ. ზემოდან გაალამაზეთ ალყა-ალყად დაჭრილი ხახვით.

ზემოდან მოასხით ზეთი, ლიმონის წვენი და სანელებლები.

სალათი ქათმის ფილეთი და ზეთის ხილით

 

შემადგენლობა

2 ვაშლი

3-4 კიტრი

1 ქათმის მკერდი

5-8 ზეთისხილი

3 ს/კ. უცხიმო იოგურტი

მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

ვაშლი გახეხეთ ან დაჭერით პატარა ნაჭრებად. ასევე დაჭერით კიტრი.

მოხარშეთ ქათმის მკერდი და დაჭერით.

მრგვლად დაჭერით ზეთის ხილი. ყველაფერი აურიეთ ერთად, მოასხით იოგურტი, შეანელეთ მარილით და პილპილით.

ქათმის მკერდის ფიტნეს-სალათი

 

შემადგენლობა

300 გ ქათმის მკერდი

1 კიტრი

1 პომიდორი

1 ბულგარული წიწაკა

2-3 ს/კ. დაკონსერვებული სიმინდი

1 ს/კ. იოგურტი

0.5 კონა კამა

მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

დაჭერით, კიტრი, პომიდორი და წიწაკა არცთუ ისე დიდ ნაჭრებად.

მოხარშეთ ხორცი და დაჭერით.

აურიეთ ყველაფერი, მოასხით იოგურტი, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი.

სალათი ვაშლით და კომბოსტოთი

 

შემადგენლობა

1 ვაშლი

კომბოსტოს 0.5 თავი

100 გრ დაკონსერვებული სიმინდი

1 სტაფილო

1 ს/კ.  ლიმონის წვენი

მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

ვაშლი გაფცქვენით, ამოაცალეთ გული, გახეხეთ მსხვილ სახეხზე ან დაჭერით.

დაჭერით კომბოსტო და სტაფილო. დაკონსერვებული სიმინდი და ვაშლიც აურიეთ.

მოასხით მსუბუქ სალათს ლიმონის წვენი და შეანელეთ მარილითა და პილპილით. მიირთვით ვახშმად.

სალათი კალმარებით

 

შემადგენლობა

1 კგ კალმარები

6 კვერცხი

200 გრ დაკონსერვებული ანანასი

150 გრ დაკონსერვებული სიმინდი

0.5 ლიმონი

მომზადება

ცალ-ცალკე მოხარშეთ კალმარები და კვერცხი. ორივე პროდუქტი გაასუფთავეთ  დაჭერით გრძლად.

დაკონსერვებული ანანასი დაჭერით საშუალო ნაჭრებად, ყველაფერი აურიეთ სასალათეში და მოასხით ლიმონის წვენი.

სალათი კალმარებითა და ყველით

 

შემადგენლობა

300 გ კალმარები

2 პომიდორი

200 გრ მყარი ყველი

1 კბილი ნიორი

იოგურტი გემოვნებით

მომზადება

კალმარები მოხარშეთ, გაასუფთავეთ და დაჭერით. პომიდორი დაჭერით საშუალო ნაჭრებად. ყველი გახეხეთ. ყველაფერი აურიეთ, დააჭყლიტეთ ნიორი, მოასხით იოგურტი.

სალათი ორაგულით

 

შემადგენლობა

150 გ სალათის ფოთოლი

1 პომიდორი

1 კიტრი

250 გრ ორაგულის ფილე

20 გ  მდოგვი

20 გრ თაფლი

20 გ სოიოს სოუსი

ზეითუნის ზეთი გემოვნებით

მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

დაჭერით სალათის ფოთლები, კიტრი და პომიდორი და აურიეთ ერთად.

სოიოს სოუსი, მდოგვი და თაფლი აურიეთ, თუ საჭიროა დაამატეთ მარილი.

დაჭერით ორაგულის ფილე და შწვით ცოტაოდენ ცხიმში, მოაყარეთ დაჭრილ ბოსტნეულს და მოასხით სოუსი. შეანელეთ წიწაკით.

 

 

Related Articles