POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

ზეფირი – დესერტი, რომელიც განურჩევლად ასაკისა, ყველას ძალიან გვიყვარს. ძალიან ჰაეროვანი გამოდის და პირში მოხვედრისთანავე დნება.

by ekaterine თებერვალი 21, 2019
თებერვალი 21, 2019

ვაშლის ზეფირი საკუთარი ხელით

 

ინგრედიენტები: 

250 გრამი ვაშლის ფაფა

250 გრამი შაქარი ვაშლის პიურესთვის

475 გრამი შაქარი სიროფისთვის

1 კვერცხის ცილა

11 გრამი ჟელატინი

160 მლ წყალი

1 პატარა შეფუთვა ვანილი

შაქრის პუდრი

მომზადება: 

პირველ რიგში, გამოაცხეთ ვაშლი ღუმელში, შემდეგ გაასუფთავეთ კანისგან და ჩანგლით კარგად დასრისეთ. თქვენ უნდა მიიღოთ ფაფისებრი მასა.

 

 

ვაშლის მზა პიურეში ჩაამატეთ შაქარი და ვანილი, კარგად გადაურიეთ. დააყოვნეთ ეს ნარევი სულ რამდენიმე წუთით.

 

წინასწარ მცირე რაოდენობით წყალში კარგად დამბალი ჟელატინი დადგით დაბალ ცეცხლზე და დატოვეთ მის სრულ გახსნამდე. აუცილებლად ურიეთ მუდმივად.

 

დაიწყეთ სიროფის მომზადება ზეფირისთვის. მოცემული რაოდენობით წყალში დაამატეთ შაქარი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ მუდმივად იქამდე, სანამ მასა არ გაბლანტდება. მიღებულ ბლანტ მასაში დაამატეთ გახსნილი ჟელატინი, გადმოდგით ცეცხლიდან და განაგრძეთ რევა რამდენიმე წუთის განმავლობაში.

 

ვაშლის პიურეში ჩაამატეთ ერთი კვერცხის ცილის ნახევარი.

 

მიქსერის გამოყენებით ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ნარევს დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩაამატეთ ცილის მეორე ნახევარი და განაგრძეთ რევა კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში. უნდა მიიღოთ ბლანტი, ერთგვაროვანი კონსისტენციის მასა.

 

ჩაამატეთ მასში ჟელატინიანი სიროფი.

განაგრძეთ თქვეფა იქამდე, სანამ მასა თეთრი და ჰაეროვანი არ გახდება.

 

გადმოიტანეთ ზეფირის მასა პერგამენტის ქაღალდზე პატარა ფორმებად.

 

სურვილისამებრ, მოაყარეთ ზემოდან შაქრის პუდრი და დააყოვნეთ ის 1 დღე-ღამის განმავლობაში. უგემრიელესი ზეფირი მზად არის!

 

ოჯახის წევრები და მეგობრები სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩებიან, როდესაც თქვენი ხელით მომზადებულ ზეფირს გასინჯავენ. აუცილებლად ჩაინიშნეთ რეცეპტი და გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

0 FacebookEmail
previous post
3 ინგრედიენტი, 30 წუთი და უგემრიელესი ჩიზქეიქი, რომელიც პირში მოხვედრისთანავე დნება!
next post
როგორ დავაღწიოთ თავი მუცლის ცხიმს აკრძალვების გარეშე. ცხიმის მწველი კოქტეილი, რომელიც ნამდვილად მოქმედებს.

Related Articles

ლეგენდარული დესერტის არატრადიციული ვერსია. ალბათ ყველაზე სწრაფი მედოკია...

დეკემბერი 30, 2022

უფრო გემრიელი ვიდრე ზრაზი! ლიტვური კარტოფილის ზეპელინები ხორცით!👍

დეკემბერი 20, 2022

თავიდან რეცეპტზე გამეცინა, ახლა კი მხოლოდ ასე ვამზადებ!...

დეკემბერი 18, 2022

ამ კერძის სწორად მომზადების ერთი საიდუმლო არსებობს და...

დეკემბერი 11, 2022

უბრალოდ კარგი კერძი კი არა, არამედ ნებისმიერი სუფრის...

დეკემბერი 11, 2022

ამ დელიკატურ რძიან დესერტს დააფასებენ სიახლის მოყვარულები. ადვილი...

დეკემბერი 9, 2022

მთელი იუთუბი გუგუნებს ამ რეცეპტზე. პირადად რომ გადავამოწმე...

დეკემბერი 5, 2022

როგორც ბავშვობაში: კრემი ნამცხვრებისთვის ნაყინის არომატით. ყველა თაობას...

დეკემბერი 5, 2022

ყველაზე სასარგებლო ტკბილეული თქვენი მოხდნილი ფიგურისთვის👍

დეკემბერი 4, 2022

გაზვიადების გარეშე მინდა ვთქვა – ეს არის საუკეთესო...

დეკემბერი 3, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ოცი წელია ამ რეცეპტით ვაცხობ. ცხვება სწრაფად, მისი არომატი კი დიდხანს რჩება ჩემს სამზარეულოში!

  • 2

    სვით ეს სასმელი დღეში ორჯერ მთელი კვირის განმავლობაში ქოლესტერინის, თირკმლების დეტოქსიკაციისთვის და სახსრების სამკურნალოდ და ასევე მოიშორეთ დაკიდებული მუცელი!

  • 3

    ვურჩევ ყველას: მიირთვით ეს სალათი კვირაში ორჯერ მაგარი ძვლებისთვის და კარგი მხედველობისთვის!

  • 4

    აი ასე გამოიყურება ნამდვილი შედედებული რძე. გაგიკვირდებათ და მხოლოდ 10 წუთი დამჭირდა…

  • 5

    ის ყოველდღე სახეს კარტოფილის ნაჭრებით იწმენდს, გამიკვირდა მიზეზი რომ გავიგე.

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC | horoskopi

  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა