სოკო საუკეთესო პროდუქტია ყველასთვის, მისი კერძები მთელს მსოფლიოშია განთქმული. ნებისმიერი კერძისთვის საჭიროა შეიწვას ის, უფრო გემრიელი გამოვა კერძი. ჩვეულებრივ იწვება ხახვით, მაგრამ შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლითაც არაჩვეულებრივად გემრიელი გამოდის. მხოლოდ პატარა ეშმაკობა და კერძის გემოს სრულიად შეცვლით.
შემადგენლობა
სოკო 500 გრ
ზეითუნის ზეთი გემოვნებით
თეთრი მშრალი ღვინო 2-3 ს/კ
ნივრის 2-3 კბილი.
მარილი გემოვნებით
მომზადება
დაჭრით სოკო. ჩაასხით ტაფაზე ზეთი, ჩაყარეთ ნიორი, ერთი წუთით დააცადეთ, სანამ არომატს და გემოს გამოსცემს, შემდეგ ჩაყარეთ სოკო და მოშუშეთ სანამ ყავისფერს არ მიიღებს.
დაასხით ღვინო და მოხარშეთ. შეანელეთ მარილით და მიირთვით.
ლამაზი რომ გამოვიდეს კერძი, შეარჩიეთ ქამა სოკო, პატარა ზომის, რომელსაც არ დასჭირდება დაჭრა და შეწვავთ მთელ-მთელს.
თუ მოგეწონათ რეცეპტი, სცადეტ და მეგობრებსაც გაუზიარეთ!