ეს გემრიელი დესერტები დასაშვებია ყველაზე მკაცრი დიეტის დროსაც.

by ekaterine

დამეთანხმებით ნამცხვარი, ღვეზელი ან სხვა ფქვილოვანი ნაწარმი ყველაზე გემრიელი და მაღალკალორიული საკვებია. მისი მომზადებისას თუ სწორად არ მივყევით თანმიმდევრობას, არ აიწევს და გამოსაცხობი დარჩება. გამოცდილი ადამიანებისთვის მისი მომზადება ისეთივე მარტივია, როგორც სალათის მომზადება. მზარეულებს აწუხებთ კითვა-როგორ შეამცირონ ფქვილოვან ნაწარმში კალორიულობა, რათა თავიდან ავიცილოთ გასუქება.

გამომცხვარ პროდუქტებში 100 გრამზე საშუალოდ 300-დან 500 კკალორიაა. მისი ხშირად მირთმევა უსაშველოდ გასუქებას უწყობს ხელს. მიუხედავად ყველაფრისა, ზოგჯერ ადამიანს მაინც აქვს სურვილი თავი გაინებივროს რომელიმე არომატული გამომცხვარი პროდუქციით.

გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მსოფლიოს ნიჭიერმა მზარეულებმა შემოგვთავაზეს დაბალკალორიული კექსების რამოდენიმე ვარიანტი, სადაც გამოყენებულია ფქვილის მცირე რაოდენობა. თუ გაწუხებთ გასუქებაზე მუდმივი შიში, მაგრამ უარს ვერ ამბობთ დესერტზე და გამომცხვარ პროდუქტებზე მიირთვით რომელიმე და მიხვდებით, რომ გემოვნებით არ ჩამოუვარდება მაღალკალორიულ ნაწარმს, ამავე დროს წონაში მომატების ნაცვლად შეიძლება დაიკლოთ კიდეც.

ქათმის ღვეზელი – 130 კკალ

0,5 ლ კეფირში იმდენივე კალორიაა, რამდენიც ამ ღვეზელის ორ ნაჭერში.

300 გ ქათმის ფილე
3 ხახვი
160 გრ ფქვილი
2 კვერცხი
200 მლ კეფირი (1% ცხიმი)
2 ს/კ. მზესუმზირის ზეთი
0.5 ჩ/კ. სოდა
მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

ნაყიდ ფარშში გამოყენებულია ქათმის ყველა ნაწილი და თავისთავად მაღალკალორიულია, ამიტომ გირჩევთ ფილესგან თქვენ თვითონ მოამზადოთ ფარში.

ხახვი დაჭერით დამოშუშეთ ზეთში, აურიეთ დაფქვილ ფილეში, გემოვნებისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ როზმარინი, მარილი, შავი პილპილი.

ცომის მოსამზადებლად კეფირს დაუმატეთ სოდა, გააჩერეთ 5 წუთი, დაუმატეთ კვერცხი, მარილი და ფქვილი, უნდა გამოვიდეს სქელი არაჟნის სისქის.

გამოსაცხობ ცხიმწასმულ ფორმაში ჩაასხით ცომის ნახევარი, მოათავსეთ ზედ მომზადებული ფარში და მეორე ნახევრით დაფარეთ. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.

 

диетические пироги
კარგად რომ გამოშრეს, 20 წუთის შემდეგ, ზემოდან დაჩხვლიტეთ და ისევ 20 წუთით შედგით გამოსაცხობად.

ტკბილი ღვეზელი ვაშლით- 83 კკალ

100 გრ. შავ შოკოლადში იმდენივე კალორიაა, რამდენიც 6 ნაჭერ ვაშლის ღვეზელში.

200 გ უცხიმო ხაჭო
50 გრ ჰერკულესი
3 ვაშლი
2 კვერცხი
1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
1 ჩ/კ გამფხვიერებელი
შაქრის ბუნებრივი შემცვლელი გემოვნებით.

შაქრის შემცვლელი ათქვიფეთ კვერცხთან ერთად გათეთრებამდე, დაფქვილი ჰერკულესი და გამაფხვიერებელი შეურიეთ ათქვეფილ კვერცხში, დაუმატეთ ხაჭო და გააგრძელეთ თქვეფა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ვაშლი გაფცქვენით, დაჭერით თხელ ნაჭრებად და აურიეთ ცომში. ცხიმწასმულ ტაფაში ჩაასხით და გამოაცხეთ დაბალ ცეცხლზე გაწითლებამდე.

 

диетические блюда

წითელი თევზის ღვეზელი-150 კკალ

სადღესასწაული სუფრისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ თევზის ღვეზელი. 3-4 ნაჭერი სრულყოფილი სადილის ტოლფასია. შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი ფერის თევზიც, მაგრამ უკეთესი ვარიანტია ორაგულით მომზადება.

თქვენ დაგჭირდებათ:

400 გრ ორაგული
6 ს/კ ხორბლის ფქვილი
150 გრ არაჟანი
2 კვერცხი
200 მლ რძე
0.5 ჩ/კ სოდა
მზესუმზირის ზეთი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

კვერცხი ათქვიფეთ რძეში, დაუმატეთ ფქვილი, არაჟანი, სოდა და აურიეთ. ცომის ნახევარი ჩაასხით ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე, დაალაგეთ ზედ თევზის ნაჭრები, დაასხით დარჩენილი ცომი და 150 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში გამოაცხეთ.

 

рецепты пирогов

ქათმის, ყველის და მწვანილის ღვეზელი – 140 კკალ

დელიკატური ღვეზელი კვირა დღის ლანჩისთვის. რას აირჩევდით- 1 ჭიქა ჩირს თუ 3 ნაჭერ ასეთ ღვეზელს?

თქვენ დაგჭირდებათ:

200 გ მწვანე ხახვი
150 გ ქათმის ფილე
150 გ ბუნებრივი იოგურტი
160 გრ ფქვილი
70 გ უცხიმო ყველი
1.5 ც. გამაფხვიერებელი
0.5 ჩ/კ სოდა
3 კვერცხი
მზესუმზირის ზეთი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.

მოხარშეთ ქათმის ფილე, გაატარეთ ხორცსაკეპში მწვანე ხახვთან. კვერცხი ათქვიფეთ, დუმატეთ მარილი, იოგურტი, გამაფხვიერებელი, სოდა, შეურიეთ ფარშში და კარგად აურიეთ. ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე ჩაასხით გამზადებული ცომი და 180 გრადუსზე გამოაცხეთ. როცა სიწითლეში შევა, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და 7 წუთით ისევ შედგით ღუმელში.

 

как приготовить диетический пирог

ბოსტნეულის ღვეზელი-170 კკალ

თქვენ დაგჭირდებათ:

360 გ სტაფილო
180 გ ყაბაყი
350 გრ ხორბლის ფქვილი
50 გ ზეთისხილის ზეთი
4 კვერცხი
1 ჩ/კ სოდა
1 ს/კ დარიჩინი
მარილი და პილპილი გემოვნებით

ბოსტნეული გახეხეთ საშუალი ზომაზე, ფქვილი დარიჩინთან და სოდასთან ერთად აურიეთ, დაამატეთ კვერცხი, მარილი, წიწაკა, ზეთი და ბოსტნეული და აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში. მოათავსეთ ფორმაში და 180 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში გამოაცხეთ.

 

рецепты пирогов

Related Articles