ჩემი მეგობარი ამბობს: ჩემი შვილები ფაფის დამატებით ულუფასაც მიირთმევენ, ეს კი ამ დესერტის დამსახურებაა!

by ekaterine

 

სცადეთ ამ რეცეპტით ფაფის მომზადება და მერწმუნეთ, ბავშვები აუცილებლად მოგთხოვენ დამატებას.

შემადგენლობა:

8-12 ტკბილი პეჩენია

500 მლ რძე

380 გ შესქელებული რძე

150 გ მანანის ბურღული

100 გ კარაქი

მარილი გემოვნებით

 

შოკოლადის მინანქრის ინგრედიენტები:

30 გ კარაქი

80 გრ შაქრის ფხვნილი

2 ს/კ. კაკაო

3 ს/კ. რძე

მომზადება:

ჩაასხით ქვაბში რძე და დაუმატეთ მოხარშული შესქ. რძე, დაბალ ცეცხლზე ურიეთ სანამ ერთმანეთს არ შეერევა. მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ მარილი, მანანის ბურღული და ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ კარაქი, თან განუწყვეტლივ ურიეთ, რომ ბურღული კარგად გაიხსნას. ხარშეთ გასქელებამდე.

 

1 ლიტრიან ფორმაში ჩააფინეთ საკვები ცელოფანი და მოათავსეთ ფენა-ფენა პეჩენია და გამზადებული, მოხარშული მასა. ბოლო ფენა უნდა იყოს პეჩენია. შედგით მაცივარში 2-3 საათით.

გამზადებული ნამცხვარი გადმოიღეთ თეფშზე, გადმოაბრუნეთ, მოხსენით ცელოფანი.

 

შოკოლადის მოსამზადებლად ჯამში აურიეთ ერთად ინგრედიენტები კარაქის გარდა, კარგად აურიეთ და 2-3 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გადმოდგით, შეაგრილეთ, დაუმატეთ კარაქი და მიქსერით ათქვიფეთ.

 

 

გამზადებული შოკოლადი მოასხით ნამცხვარს მთლიანად და არანაკლებ 2 საათით შედგით მაცივარში.

 

გემრიელად მიირთვით!

 

Related Articles