მიიღეთ ვიტამინები და სიამოვნება – ერთდროულად. ეგზოტიკა პიდაპირ საკუჭნაოდან.

by ekaterine

ყოველ შემოდგომაზე ავიტამინოზი ნელა, მაგრამ აუცილებლად იპარება ჩვენს სხეულში. ვაშლი და მსხალი მოსაწყენი ხდება, ყურძნისგან კი უკვე დამზადებულია ხელნაკეთი ღვინო. სად შეიძლება ვნახოთ რაიმე იაფი, ჯანსაღი და გემრიელი?

ჩვენ გირჩევთ, სცადოთ გოგრის “მანგოს” მომზადება – ეგზოტიკური ხილი, რომელიც მოიძებნება წელიწადის ნებისმიერ დროს, საკუჭნაოს თაროზე. ეს არის ვიტამინებთან ერთად  სიამოვნება და ზოგადად ბავშვები აღფრთოვანებული დარჩებიან!

“მანგო” გოგრისგან

ინგრედიენტები

გოგრა 3 კგ

შაქარი 600 გრ

ფორთოხალი 3 ცალი

ლიმონი 1 ცალი

ლიმონმჟავა 15 გრ

მომზადება

გაასუფთავეთ გოგრა და დაჭერით პატარა კუბიკებად. დაასხით ფორთოხალს და ლიმონს მდუღარე წყალი 30-40 წამის განმავლობაში, ამოიღეთ და დაჭერით ისევე, როგორც გოგრა.

აურიეთ ყველაფერი, დაამატეთ შაქარი, ლიმონმჟავა და გააჩერეთ 3-4 საათის განმავლობაში.

გოგრის მასა გაანაწილეთ ნახევარლიტრიან სტერილიზებულ ქილებში, ნაყოფით სავსე ქილებს  გადააფარეთ ცხელი სახურავები და მოათავსეთ ქვაბში, სადაც ცხელი წყალია, სტერილიზაციისთვის 20 წუთი საკმარისია. კონსერვების გასკდომის თავიდან ასაცილებლად, ქვაბის ფსკერზე განათავსეთ რამდენიმე ფენად დაკეცილი ტილო. შემდეგ მოხუფეთ ქილა და შეფუთეთ გაციებამდე. შეინახეთ მზა კონსერვები მარანში ან საკუჭნაოში.

როდესაც სტუმრებს მოიწვევთ, აუცილებლად გაუმასპინძლდით მათ ამ ჯადოსნური გოგრით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ღვეზელების გულსართად ან  როგორც ფაფის დანამატი. არ დაიზაროთ ექსპერიმენტი და გაუზიარეთ ეს გემრიელობა მეგობრებს!

Related Articles