დიეტური ხაჭოს კვერები

by ekaterine

ხაჭო- 200 გრ.                                         შაქარი- 1 ს/კ.

ჰერკულესი- 3-4 ს/კ.                            კვერცხი- 1ც.

კარაქი- 20 გრ.                                       ალუბალი -0,5 ჭიქა

გამაფხვიერებელი- 1 ჩ/კ.                     მარილი და ვანილი გემოვნებით

 

 

ერთმანეთში აურიეთ ხაჭო და კვერცხი, დაუმატეთ შაქარი (შაქრის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლი), ვანილი და გამაფხვიერებელი, კარგად ათქვიფეთ მიქსერით.

ჰერკულესი დაფქვით ყავის საფქვავში დაუმატეთ მიღებულ მასას და 10-15 წუთის განმავლობაში თქვიფეთ.

ალუბალი გარეცხეთ  და კურკა გამოაცალეთ.

აიღეთ ცომის პატარა გუნდა, გაწიეთ, მოათავსეთ შიგ 2-3 ც. ალუბალი და შეკარით. დამრგვალებული გუნდები მოათავსეთ ტაფაზე და 180 გრადუსზე  ნახევარი საათის განმავლობაში გამოაცხეთ.

ძალიან მარტივი მოსამზადებელია, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ ჩაისთან, ყავასთან, ნატურალურ წვენთან ან კომპოტთან ერთად.

ყველა ქალი ოცნებობს იდეალურ ფორმებზე, მაგრამ ზოგჯერ ძნელია ტკბილეულზე უარის თქმა. მათ ვისაც სურს იყოს ფორმაში და თან ვერ ამბობს უარს დესერტზე, შეუძლიათ ეს დაბალკალორიული ნამცხვარი მიირთვან. გასუქებქსაც აიცილებთ თავიდან და არც დეპრესიაში ჩავარდებით ტკბილის გარეშე.

Related Articles