ეს ცომი სიამოვნებას მანიჭებს. რაც მთავარია ნაზია, მოხარშვისას არ იხევა და გულსართი ადგილზე რჩება.

by ekaterine

ვარენიკების ცომის რეცეპტი

ინგრედიენტები

ხორბლის ფქვილი 500 გრ

წყალი 230–250 მლ

კვერცხის გული 3 ცალი

შაქარი .5 ჩ / კ

მარილი 1 ჩ.კ

კარაქი 50–60 გ

მომზადება

ათქვიფეთ კვერცხის გულები  ჩანგლით. დაამატეთ მარილი, შაქარი, გამდნარი კარაქი და 100 მლ წყალი.

გაცერით ფქვილი, გააკეთეთ ცენტრში ღრმული და დაასხით ნარევი, მუდმივად აურიეთ.

დაამატეთ დარჩენილი წყალი და მოზილეთ ცომი. მაგიდაზე ფქვილი მოაყარეთ და 10 წუთის განმავლობაში დაამუშავეთ ცომი.

ცომი გადავიტანოთ ცელოფნის ტომარაში და მაგიდაზე დავტოვოთ 15 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ვიწყებთ ვარენიკების მომზადებას.

ვარენიკები ძალიან გემრიელია, ცომი კი ნაზი. როდესაც იხარშება ინარჩუნებს თავის ფორმას, არ იხევა და გულსართი ადგილზე რჩება. ვარენიკების ცომი კვერცხით მოგცემთ ნამდვილ სიამოვნებას, როგორც მომზადებისას, ასევე მირთმევისას.

 

Related Articles