მასალისთვის საჭიროა:
კვერცხი 6 ცალი
შაქარი 2 ჭიქა
კარაქი 50 გრამი
ფქვილი 4 ჭიქა
კრემი
სურვილისამებრ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოცხალი ან მოხარშული რძის კრემი.
6 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ გათეთრებამდე, შევურიოთ ჯერ შაქარი და შემდეგ კვერცხის გულები, გამაფხვიერებელი (ან სოდა ძმრით. ნახევარი ჩაის კოვზი. ) 50 გრამი დარბილებული კარაქი, 3- 4 ჭიქა ფქვილი. უნდა იყოს მასა არაჟნის სისქის ჰაეროვანი დასასხმელი. როგორც ტორტის დასასხმელი ბისკვიტის მასა.
მასა ცხოვრება ორ ნაწილად. ცხიმიან საცხობ ქაღალდზე.
კრემი რომელიც უფრო კარგად გამოგდით . მე პირადად ამომყავს კარაქი და ვუმატებ მოდუღებულ ცივ კრემს. შეგიძლიათ ცოცხალი კრემის გამოყენება, შესქ. რძის კრემიც, თქვენ რომელიც გიყვართ.
კრემი გაყავით ორად. კრემიში აურიეთ ცოცხალი გახეხილი შინდი და პირველ ფენას ( ანუ შუა გულში წაუსვით) მეორე ფენას ვაფარებთ და ჩვეულებრივ კრემს ვუსვავთ. გვერდებსაც გავალამაზებთ. თავზე გადავუსვათ ისევ შინდი. (ნახევარი კილოიანი ბანკის გახეხილი ცოცხალი შინდი ყოფნის) გამოდის არომატული, უცხო და ლამაზი. გემრიელად მიირთვით.