რამოდენიმე გემრიელი დესერტი ერთ დესერტში. ტორტი გამომცხვარი ბეზეთი

by ekaterine

ტორტი თაფლით, ბეზეთი და შოკოლადით

2ც 3 კვერცხიანი ბისკვიტი

ამ პორციისთვის სულ საჭიროა 9 კვერცხი-აქედან 6 ც მთლიანი ბისკვიტებისთვის, ხოლო 3 ც კვერცხის მხოლოდ ცილა ბეზესთვის.

ინგრედიენტები(მოცემულია თითო ბისკვიტისთვის)

3კვერცხი

3ს.კ შაქარი

1 ჩ. კ თაფლი

1 ჩ.კ არაყი+დანის წვერით მარილი

30 გრ შავი შოკოლადი

1ს.კ კაკაო, 1ჩ.კ ხსნადი ყავა

2ს.კ უმაღ.ხარისხის ფქვილი

მომზადება

3 ცალი კვერცხის ცილა ამოვიყვანოთ, დავამატოთ შაქარი, კვერცხის გულები, თაფლი, დავამატოთ ორთქლზე გამდნარი შეგრილებული შოკოლადი, შემდეგ გამოვრთოთ მიქსერი და კოვზით ფრთხილად შევურიოთ ფქვილი და კაკაო ერთმანეთში არეული,  გამოვაცხოთ ქაღალდ დაფენილ ფორმაში 40 წთ -ის განმავლობაში 160 გრადუსზე, ასევე გამოვაცხოთ მეორე ბისკვიტიც.

ბეზე:

3 ც. კვერცხის ცილა ამოვიყვანოთ კარგად, თანდათან დავამატოთ 6 ს.კ შაქარი და ბეზე რომ გამყარდება დავამატოთ დანის წვერით ლიმონმჟავა, დავასხათ ბისკვიტის ზომაზე გამოჭრილ ქაღალდზე და გამოვაცხოთ 100 გრადუსზე ზედაქვედა ცხობით 1 საათის განმავლობაში,  შემდეგ დავუწიოთ ტემპერატურას 70 გრადუსზე და 1 სთ. 30 წთ გავაგრძელოთ ცხობა, სულ 2 სთ და 30 წთ ცხობის ხანგრძლივობა.

კრემი:

300 გრ კარაქი ამოვიყვანოთ, შევათქვიფოთ 1/2ქილა მოხარშული და ამდენივე მოუხარშავი შესქ.რძე, ვანილი, 1ჩ. კ ხსნადი ყავა და 2 წვეთი რომის ესენცია.

მინანქარი:

200მლ ნაღები გავაცხელოთ, გადმოვდგათ ქურიდან და ხშირი მორევით ჩავადნოთ 240 გრ შოკოლადი

 

დასანამი სითხე:

ხსნადი ყავა, შაქარი გემოვნებით და 1 ს.კ კონიაკი

დავნამოთ ერთი ბისკვიტი, წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ მსხვილად დაჭრილი ნიგოზი, დავადოთ გამომცხვარი ბეზე, ისევ კრემი, ნიგოზი და მეორე ბისკვიტი.., დავნამოთ, ისევ გადავუსვათ კრემი, მოვაყაროთ მთლიანი თხილები, დავდოთ მაცივარში 2 სთით და შემდეგ მოვასხათ მინანქარი.

Related Articles