ტრუფელის რულეტი
ინგრედიენტები
კვერცხი 3 ცალი
ხორბლის ფქვილი 100 გ
კაკაოს ფხვნილი 4 ს.კ.
შაქარი 140 გ
გამაფხვიერებელი 1 ს.კ.
ტრიუფელის შოკოლადები 200 გრ
შავი შოკოლადი 80 გრ
ნაღები 240 მლ
მასკარპონე ყველი 150 გრ
ქიშმიში 80 ცალი
რომი .4 ს.კ.
წყალი 2 ს.კ.
რძიანი შოკოლადი 50 გ
ვანილის შაქარი გემოვნებით
მომზადება
პირველად ვაკეთებთ ბისკვიტს. თასში აურიეთ კაკაო, ფქვილი და გამაფხვიერებელი.
კვერცხის ცილას დაამატეთ ერთი მწიკვი მარილი და ათქვიფეთ გათეთრებამდე, თანდათანობით დაამატეთ შაქარი.
დაამატეთ შემდეგ კვერცხის გულები თითო-თითოდ, უკვე დაბალ სიჩქარეზე თქვიფეთ მიქსერით, დაამატეთ არეული მშრალი ინგრედიენტები და აურიეთ.
ცხიმწასმულ პერგამენტის ქაღალდზე გაანაწილეთ თანაბრად.
აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში. შეამოწმეთ ბისკვიტის მზადყოფნა ჩხირით. იგი მშრალად უნდა დარჩეს.
იმავდროულად, გაშალეთ სუფთა ქსოვილი სამუშაო ზედაპირზე, მოაყარეთ მას ვანილის ან ჩვეულებრივი შაქარი. მზა ბისკვიტი ქსოვილზე დადეთ ქვედა მხრიდან ზემოთ. სწრაფად გადაახვიეთ იგი რულეტივით და დატოვეთ გაგრილებამდე.
ახლა მოამზადეთ კრემი. ტრუფელის შოკოლადები და მუქი შოკოლადი დაჭერით პატარა ნაჭრებად. ჩაასხით 200 მლ ნაღების კრემი (30% ცხიმიანობის) ქვაბში და შედგით ცეცხლზე, არ აადუღოთ. გამორთეთ და გადაიტანეთ შოკოლადები მასში.
შოკოლადის მასა უნდა გაიხსნას ნაღებში. პერიოდულად შეგიძლიათ ისევ გაათბოთ, სანამ კარგად გადნება შოკოლადი. როცა მიიღებთ ერთგვაროვან მასას, გააციეთ და მთელი ღამით დატოვეთ მაცივარში.
დილით ქიშმიშს დაასხით რომი და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით, მჭიდროდ დაახურეთ და საათნახევარი გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ, სითხე შეინახეთ, ქიშმიში ქაღალდის ხელსახოცზე გაშალეთ.
გაცივებულ ტრუფელის მასას შეურიეთ მასკარპონე და დაბალ სიჩქარეზე ათქვიფეთ. თქვენ მიიღებთ მყარ ერთგვაროვან კრემს, რომელშიც საჭიროა ქიშმიშის შერევა. გაშალეთ ბისკვიტის რულონი.
დანამეთ რულეტი ქიშმიშიდან გადაწურული რომით, ზედ წაუსვით კრემი და გადაახვიეთ რულეტი.
გამზადებული ტრუფელის რულეტი მაცივარში დატოვეთ ერთი საათით.
ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი.
დაჭერით რამდენიმე სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად და მიირთვით ჩაისთან გემრიელად.