7.8K
ბულგარული წიწაკა ნივრით
ახლა მე უკვე ასე ვამზადებ!
ინგრედიენტები
ბულგარული წიწაკა – 3 კგ
ნიორი – 3 თავი
ახალი კამა – 1 კონა
მარინადისთვის 1 ლიტრ წყალზე:
მზესუმზირის ზეთი – 250 მლ
ძმარი – 250 მლ
შაქარი – 1 ჭიქა.
მარილი – 3 ს.კ.
წიწაკა, გარეცხეთ, გააშრეთ, ამოაჭერით გულები და სიგრძეზე დაჭერით. სილამაზისთვის შეარჩიეთ სხვადასხვა ფერის წიწაკა.
დაჭერით წვრილად კამა და ნიორი.
გაასტირილეთ ქილები და სახურავები.
მოამზადეთ მარინადი: ქვაბში ვასხამთ წყალს, მზესუმზირის ზეთს, შაქარს და მარილს. სითხე მიიყვანეთ ადუღებამდე, ბოლოს დაასხით ძმარი.
დაჭრილი წიწაკა ჩაყარეთ მდუღარე მარინადში და მოხარშეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.
შეავსეთ ქილები წიწაკით, ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი კამა და ნიორი, დაასხით მარინადი პირამდე, მოხუფეთ ქილები და შეფუთეთ სანამ ბოლომდე არ გაცივდება.