ჩვენ გთავაზობთ ხაჭოს ნამცხვარს მსხალთან ერთად. ამ დესერტის კლასიკური ვერსია მზადდება ქიშმიშის, დაშაქრული ხილის ან მარმელადისგან. მაგრამ ნედლი ხილი, ჩვენი აზრით, ბევრად უკეთესია, როგორც გარეგნულად, ასევე არომატით და გემოთი.
გამოიყენეთ უცხიმო ხაჭო, არაჟანი, ცხიმის შემცველობით მხოლოდ 10% – და მიიღებთ ნამდვილად გემრიელ და ჯანმრთელ დესერტს. რაც მთავარია არ შეგეშინდებათ გასუქების.
ხაჭოს დესერტი მსხლით
ინგრედიენტები
ხაჭო 350 გ
მსხალი 300 გ
კვერცხის ცილა 2 ცალი.
მანი 3 ს/კ.
სოდა 1 ჩ.კ.
ლიმონის წვენი 2 ჩ.კ.
თაფლი 2 ს/კ.
არაჟანი 2 ს/კ.
კაკაოს ფხვნილი 1 ს/კ.
მომზადება
დავჭრათ მსხლის ნახევარი კუბიკებად, ხოლო მეორე ნაჭრებად.
ხილის კუბიკებს შეურიეთ არაჟანი, უცხიმო ხაჭო, თაფლი, მოასხით სოდა ლიმონის წვენით და კაკაო.
ცალკე ათქვიფეთ ცილა და მანისთან ერთად შეურიეთ მასას.
კარგად არეული მასა მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში და ზემოდან ხილის ნაჭრები დააწყვეთ.
გამოაცხეთ ხაჭოს დესერტი 180 გრადუსზე 30-40 წუთი.
დესერტი თუ მსუბუქი ვახშამი? რაც არ უნდა დაარქვათ, გპირდებით, რომ წარმოუდგენლად გემრიელი იქნება. მოასხით თქვენს ნაჭერს არაჟანი, ჯემი ან თაფლი და ისიამოვნეთ.