გამოცდილმა მზარეულებმა იციან როგორ მოამზადონ გემრიელი დესერტი ისეთი ინგრედიენტებისგან, რომლებიც პრაქტიკულად ყოველთვის მოიძებნება სამზარეულოს კარადაში და მაცივარში.
ხაჭოს პეროგი შავი ქლიავით მარტივი და სწრაფი მოსამზადებელია. წარმატების გასაღები ახალი ზაჭო და კარგად დანამული ჩირია. სხვათა შორის თუ შავი ქლიავი არ გიყვართ, შეგიძლიათ შეცვალოთ სხვა ჩირით, გარგარით, ქიშმიშით, ფინიკით…
ხაჭოს პეროგი შავი ქლიავით
შემადგენლობა
ხორბლის ფქვილი 200 გ
ხაჭო 200 გ
კვერცხი 3 ცალი.
შავი ქლიავი 225 გ
კარაქი 100 გ
შაქარი 85 გრ
მუქი ლიქიორი, შავი სმაროდინის 50 მლ
ნიგოზი 30 გ
მომზადება
დანამეთ შავი ქლიავის ჩირი ლიქიორით, თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი წყალი, ჩაი ან ტკბილი წვენი გამოიყენოთ.
კარაქი გახეხეთ და ფქვილში აურიეთ. დაამატეთ 1 კვერცხის ცილა, მოხალული და გახეხილი ნიგოზი, 25 გრამი შაქარი, რძე და მოზილეთ ცომი.
20-23 სმ დიამეტრის ფორმაში გაშალეთ გათხელებული ცომი, გვერდები ამოუწიეთ.
ხაჭო, 60 გრამი შაქარი, 2 კვერცხი და 1 კვერცხის გული, ვანილი დააბლენდერეთ ან ატქვიფეთ მიქსერით.
ცომს მოაყარეთ შავი ქლიავი ან სხვა დანამული ხმელი ჩირი, მოასხით გულსართი, გამოაცხეთ 180 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში.
შეგიძლიათ სადღესასწაულო სუფრისთვისაც გამოაცხოთ და მეგობრებთან წვეულების დროსაც. ნებისმიერ შემთხვევაში ისიამოვნებთ ამ გემრიელი დესერტით. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებსაც.